პატარძეულის ციხე-კოშკი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

პატარძეულის ციხე-კოშკი — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის სამხრეთ განაპირას, ჯიღაურიაანთ უბანში. ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით, სამიოდე მეტრზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

კოშკი ცილინდრულია. ნაგებია რიყის, წვრილი ქვითა და კირის დუღაბით. შემორჩენილი იყო 2,5-3 მეტრ სიმაღლეზე. 1990-იან წლებში, ამ ადგილას მამათა მონასტრის დაარსების დროს, იგი თვთნებურად აღადგინეს და ამჟამად მონასტრის საჭიროებისთვის გამოიყენება.

ლიტერატურა რედაქტირება