პატარძეულის ღვთისმშობლის ეკლესია (XX საუკუნე)

არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის სასაფლაოზე

პატარძეულის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში, სოფლის სასაფლაოზე. აგებულია XX საუკუნის 80-იან წლებში. ძელი აქ მდგარი, სავარაუდოდ გვიანდელი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის გეგმის მიხედვი, თანაც ისე, რომ განახლებული ეკლესიის კედლებში ძველი ეკლესიის შემორჩენილი ნაწილებია ჩართული. თავდაპირველი ეკლესია როგორც ეს შემორჩენილი ნაწილებიდან ჩანს, ნაგები ყოფილა ქვიშაქვის მოზრდილი ზომის, სრულიად დაუმუშავებელი ქვებითა და კირის დუღაბით. განახლებული ნაწილები ნაგებია ქვიშაქვით, რიყის ქვით და ცემენტის ხსნარით.

პატარძეულის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა პატარძეული

შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით აფსიდია, რომელშიც განიერი, უსახური სარკმელია მოწყობილი. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. აფსიდის გვერდებში თითო შეისრულთაღოვანი ნიშაა. ეკლესია გადახურულია რკინა-ბეტონის, ორკალთა სახურავით, რომელიც გარედან ღარისებრი კრამიტითაა დახურული.

ლიტერატურა რედაქტირება