პარგოლოვო (რუს. Парголово) — დაბა რუსეთში, მუნიციპალური წარმონაქმნი სანქტ-პეტერბურგის ვიბორგის რაიონის შემადგენლობაში. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით პარგოლოვოს მოსახლეობა უდრის 35 555 ადამიანს. რკინიგზის სადგური სანქტ-პეტერბურგივიბორგის მონაკვეთზე. სადგურის ძველი შენობა გამოსახულია დაბის გერბზე. ღირსშესანიშნავი ადგილებიდან გამოსაყოფია შუვალოვის პარკი, ჩრდილოეთი სასაფლაო; 1995-2001 წლებში აშენდა იოასაფ ბელგოროდელის სახელობის ეკლესია. რევოლუციამდე, სოფელ მე-3 პარგოლოვოში აშენდა ეკლესია, რომელიც აკურთხეს 1914 წელს. იგი 1937 წლამდე მოქმედებდა, ხოლო 1941 წელს ის დაანგრიეს.

დაბა
პარგოლოვო
Парголово
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 60°05′02″ ჩ. გ. 30°15′25″ ა. გ. / 60.08389° ჩ. გ. 30.25694° ა. გ. / 60.08389; 30.25694
მოსახლეობა 35 555 კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 194362
საავტომობილო კოდი 78, 98, 178
ოფიციალური საიტი sankt-peterburg.info/mopargolovo
პარგოლოვო — რუსეთი
პარგოლოვო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება