პაპაჯვარი
პაპაჯვარი, პაპა-ჯვარი — ხის ჯვარი, რომელსაც მორწმუნე გლეხები ასობდნენ ეზოში ან ყანაში ეზო-მამულის ავი თვალისაგან დასაცავად.
ლიტერატურაში
რედაქტირებაღელეში გავედით. აღმართს შევუდექით. მარჯვნივ და მარცხნივ მოჩანდა ახლად აღებული ყანები.
— ეს რაა? — დავეკითხე თანამგზავრ მოხუც გლეხს.
პაპა-ჯვარი, — მიპასუხა მან.
— რაო? რა პაპა-ჯვარი?
— ჰო, ბატონო, ძველი კაცები როცა მიწას მოვხნავთ, შიგ ერთ პატარა ჯვარს ჩავდგამთ. წინათ ყველა ასე ვშვებოდით და ქეც ისმენდა უფალი ჩვენს ვედრებას — ბეღელში პური გვქონდა და მარანში ღვინო. ახლა არც ხმიადს აკეთებს კაცი, არც პარასკეობას იცავს და ჩვენს მონაწევს ბარაქა არ აქვს, ჩვენს სიტყვებს არ ისმენს ღმერთი[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 668.