პანამერიკული თამაშები

(გადამისამართდა გვერდიდან პან-ამერიკული თამაშები)

პანამერიკული თამაშები — უმთავრესი სპორტული ღონისძიება ამერიკის კონტინენტზე, რომელიც ამჟამად მხოლოდ ზაფხულის თამაშებს მოიცავს, წარსულში კი ზამთრის სპორტის სახეობებსაც მოიცავდა. სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობას ათასობით ათლეტი იღებს. პანამერიკული თამაშები მეორე უმსხვილესი მრავალსპორტული ღონისძიებაა ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. შეჯიბრებებში მონაწილებოსა მხოლოდ ამერიკის კონტინენტის ქვეყნები იღებენ და ის ოთხ წელში ერთხელ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინა წელს იმართება. 1990 წელს ასევე ჩატარდა ზამთრის პანამერიკული თამაშები. თამაშები ბოლოს 2011 წელს გვადალახარაში გაიმართა, შემდეგი კი 2015 წელს ტორონტოში ჩატარდება. 2007 წლიდან, მასპინძელი ქალაქი პარალელურად ორგანიზებას უწევს პარაპანამერიკულ თამაშებებს, რომელშიც ერთმანეთს შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ეჯიბრებიან. ეს თამაშები პანამერიკული თამაშების დასრულებისთანავე იწყება. თამაშებს ხელმძღვანელობს პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია (PASO), რომლის სტრუქტურაცა და მოქმედებებიც ოლიმპიური ქარტიითაა განსაზღვრული.

პანამერიკული თამაშების დროშა
მონაწილე ქვეყანათა დროშები 2007 წლის თამაშების ოლიმპიურ სოფელთან
2007 წლის თამაშების გახსნის ცერემონიალი რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანის სტადიონზე
ოლიმპიური ცეცხლი ტეოტიუაკანში ინთება
მასპინძელი ქვეყნებისა და ქალაქების რუკა
დაჯილდოების ცერემონიალი 1987 წლის თამაშებზე

პანამერიკული თამაშების მოძრაობა შედგენა საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან, რომლებიც აღიარებულია PASO-ს მიერ; ასევე თითოეული თამაშის საორგანიზაციო კომიტეტისგან. როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, PASO-ს კომპეტენციაში შედის მასპინძელი ქალაქის შერჩევა. მასპინძელი ქალაქი ოლიმპიური ქარტიისა და წესების ფარგლებში პასუხისმგებელია ღონისძიების ორგანიზებასა და დაფინანსებაზე. თამაშების პროგრამას, ასევე იმას, თუ სპორტის რომელი სახეობა შევა მასში, ასევე PASO განსაზღვრავს. თამაშების მიმდინარეობა ასევე მოიცავს მრავალ რიტუალსა და სიმბოლოს, მათ შორის დროშასა და ჩირაღდანს, ისევე როგორც გახსნისა და დახურვის ცერემონიალებს. პანამერიკულ თამაშებში, სპორტის 36 სახეობაში 5 000-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, სულ 400-მდე ღონისძიებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულნი შესაბამისად იღებენ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს.

ჩემპიონატი და მედალისტები რედაქტირება

პანამერიკული თამაშების ყველა დროის მოწინავე ქვეყნების ათეული:

ადგილი ქვეყანა ოქრო ვერცხლი ბრინჯაო სულ
1   აშშ 1861 1379 932 4172
2   კუბა 839 566 527 1932
3   კანადა 377 586 733 1696
4   ბრაზილია 287 319 460 1066
5   არგენტინა 279 305 407 991
6   მექსიკა 197 248 460 915
7   ვენესუელა 84 183 257 524
8   კოლუმბია 82 134 195 411
9   ჩილე 39 85 133 257
10   პუერტო-რიკო 27 79 121 227

მასპინძელი ქალაქები რედაქტირება

თამაშები წელი მასპინძელი
I 1951   ბუენოს-აირესი, არგენტინა
II 1955   მეხიკო, მექსიკა
III 1959   ჩიკაგო, აშშ
IV 1963   სან-პაულუ, ბრაზილია
V 1967   ვინიპეგი, კანადა
VI 1971   კალი, კოლუმბია
VII 1975   მეხიკო, მექსიკა
VIII 1979   სან-ხუანი, პუერტო-რიკო
IX 1983   კარაკასი, ვენესუელა
X 1987   ინდიანაპოლისი, აშშ
XI 1991   ჰავანა, კუბა
XII 1995   მარ-დელ-პლატა, არგენტინა
XIII 1999   ვინიპეგი, კანადა
XIV 2003   სანტო-დომინგო, დომინიკელთა რესპუბლიკა
XV 2007   რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია
XVI 2011   გვადალახარა, მექსიკა
XVII 2015   ტორონტო, კანადა
XVIII 2019 TBA

მონაწილე ქვეყნები რედაქტირება

მოცემულია თამაშების მონაწილე 42 ქვეყანა, რომელთა ოლიმპიურ კომიტეტებსაც პანამერიკული სპორტის ორგანიზაცია აღიარებს. [1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The 42 present countries in the Panamerican games Guadalajara 2011. COPAG. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 24, 2011. ციტირების თარიღი: July 11, 2011.