პანტანალი (პორტ. Pantanal) — ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსი ბრაზილიაში, მატუ-გროსუ-დუ-სულის შტატში, ასევე ვრცელდება ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც. მოიცავს მსოფლიოში უდიდეს ტროპიკულ ჭარბტენიან ტერიტორიებს. მისი ფართობი მერყეობს 140 000 კმ²-სა და 195 000 კმ²-ს შორის. აქ არსებობს ცვალებადი სუბ-რეგიონული ეკოსისტემა, თითოეული დამახასიათებელია თავის ჰიდროლოგიური, გეოლოგიური თუ ეკოლოგიური თავისებურებანი. მათ შორის 12 ეკოსისტემა ბრაზილიის მხარის მიერ უკვე განსაზღვრულია.

პანტანალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ბრაზილიის დროშა ბრაზილია
ბოლივიის დროშა ბოლივია
პარაგვაის დროშა პარაგვაი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** სამხრეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2000  (24-ე სესია)
ნომერი 999
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 999
ინგლ.რუს.ფრ.

პანტანალის ჭალების 80% წყლით წვიმიანი სეზონისას ივსება, რომლის ფარგლებში იზრდება განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე.

უდავოა, რომ პანტანალი ვერ შეედრება მის ჩრდილოეთით მდებარე ამაზონის წვიმიან ტყეებს, მაგრამ მათი ეკოსისტემები ერთნაირად ძვირფასია.

პანტანალის ეკოსისტემაში ბინადრობს 1000 სახეობის ფრინველი, 400 სახეობის თევზი, 300 სახეობის ძუძუმწოვარი, 480 სახეობის რეპტილია და 9000-მდე სახეობის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველი. პანტანალი ასევე სამშობლოა 3 500 სახეობის მცენარისა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: