ფრანსისკო ალკასერ გარსია (ესპ. Francisco Alcácer García; დ. 30 აგვისტო, 1993, ტორენტი) — ესპანელი ფეხბურთელი. არაბთა გაერთიანებული საამიროების საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილე რას-ალ-ხაიმის საფეხბურთო კლუბ „ემირეიტსის“ თავდამსხმელი. მანამდე თამაშობდა „ბარსელონასა“ და „ვალენსიაში“.

პაკო ალკასერი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ფრანსისკო ალკასერ გარსია
დაბადების
თარიღი
30 აგვისტო, 1993 (1993-08-30) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
ტორენტი, ესპანეთი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ემირეიტსი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
1999–2003 მონტე-სიონი
2003–2005 ტორენტი
2005-2009 ვალენსია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009–2012 ვალენსია B 58 (17)
2010–2016 ვალენსია 129 (45)
2012–2013   ხეტაფე 23 (4)
2016–2019 ბარსელონა 37 (10)
2018–2019   დორტმუნდი 26 (18)
2019–2020 დორტმუნდი 23 (11)
2020–2022 ვილიარეალი 58 (11)
2022– შარჯა 27 (9)
2023–   ემირეიტსი 8 (3)
ეროვნული ნაკრები
2009 ესპანეთი 16-წლ. 3 (0)
2009–2010 ესპანეთი 17-წლ. 11 (14)
2011 ესპანეთი 18-წლ. 3 (5)
2011–2012 ესპანეთი 19-წლ. 11 (5)
2013 ესპანეთი 20-წლ. 4 (1)
2013 ესპანეთი 21-წლ. 1 (0)
2014–2019 ესპანეთი 19 (12)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 დეკემბერი, 2023

საკლუბო კარიერა რედაქტირება

„ვალენსის“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილმა პაკო ალკასერმა, თავისი პირველი ოფიციალური მატჩი „ლოს ჩეს“ შემადგენლობაში 2010 წლის 11 ნოემბერს, ესპანეთის თასზე „ლოგრონიესის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

2012 წლის 14 იანვარს ფეხბურთელის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატში „რეალ სოსიედადთან“ მატჩში შედგა, როდესაც 71-ე წუთზე ტრავმირებული სოფიან ფეღული შეცვალა. შეხვედრა „ვალენსიის“ დამარცხებით, ანგარიშით 0–1 დასრულდა.

2012–13 სეზონის დასაწყისში სათამაშო გამოცდილების მისაღებად, იჯარით კლუბ „ხეტაფეში“ გადავიდა, სადაც პირველად ლა-კორუნიის „დეპორტივოსთან“ მატჩში ითამაშა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

პაკო ალკასერი მონაწილეობდა ესპანეთის ყველა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო 17-წლამდელთა ნაკრებში თამაში — ნაკრების 11 თამაშში ახალგაზრდა ფორვარდმა 14 გოლი გაიტანა და გუნდს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლების მოპოვებაში დაეხმარა. სწორედ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ტურნირის შემდეგ მოექცა პაკო ერთდროულად რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში.

2011 წელს, 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, „ვალენსიის“ ფორვარდმა საფეხბურთო კარიერაში სანაკრებო დონეზე დღემდე ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, როდესაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში ალკასერმა ჩეხეთის ნაკრებს ორი გოლი გაუტანა, მათ შორის გამარჯვების მომტანი.

2014 წლის 29 აგვისტოს ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ალკასერი სექტემბერში, საფრანგეთთან და მაკედონიასთან გასამართი მატჩებისთვის, ნაკრების 23-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა.

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  ბარსელონა
  დორტმუნდის ბორუსია
  ვილიარეალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AS.com · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FIFA.com · FootballDatabase.eu · Fussballdaten.de · Futbolme · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Paco Alcácer. FC Barcelona.
  2. Barcelona 3–1 Alavés. BBC Sport.
  3. „Jadon Sancho stars as Dortmund earn Supercup win over Bayern Munich“. The Guardian.
  4. Stone, Simon. Villarreal 1–1 Manchester United. BBC Sport.