პავლე ჩისტიაკოვი

რუსი ფერმწერი და პედაგოგი

პავლე ჩისტიაკოვი (დ. 23 ივნისი, 1832 — გ. 11 ნოემბერი, 1919, მოსკოვი) — რუსი მხატვარი და პედაგოგი.

ბიოგრაფიარედაქტირება

1849-1861 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში. 1860-1864 წლებში სსწავლიდა პეტერბურგის მხატვრობის წამახალისებელი საზოგადოების სკოლაში. 1862-1870 წლებში იყო აკადემიის პენსიონერი პარიზსა და რომში. 1872 წლიდან ასწავლიდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. მისმა სამხატვრო-პედაგოგიურმა სისტემამ დიდი როლი სეასრულა XIX საუკუნის მეორე ნახევრის რეალიზმის განვითარებაში. მისი მოწაფეები იყვნენ ვ. ვასნეცოვი, მ. ვრუბელი, ვ. პოლენოვი, ი. რეპინი, ვ. სეროვი, ვ. სურიკოვი. ხატავდა ისტორიულ და ჟანრულ სურათებს. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია „ღატაკი ბავშვები“ (1860-1861, რუსული მუზეუმი, ლენინგრადი) და „ბოიარინი“ (1876, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი).

ლიტერატურარედაქტირება