პაატა ოთარის ძე ტაბაღუა (დ. 21 მაისი, 1961, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მეზღვაური. საქართველოს კინოაკადემიის წევრი 1997 წლიდან დღემდე.

პაატა ტაბაღუა

პაატა ტაბაღუა
დაბადების თარიღი 21 მაისი, 1961 (1961-05-21) (62 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, მეზღვაური
აქტიური 1983-დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (გურამ ჟვანიას შემოქმედებითი სახელოსნო) 1983 წელს.

1983 წელს ტელეფილმების სტუდიაში გადაიღო სადიპლომო ფილმი „ლელოს შემობრუნება“ (ლერი სიხარულიძესა და ირაკლი მახარაძესთან ერთად); 1984–1990 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის პროგრამების მთავარი დირექციის რეჟისორად. 1990–2006 წლებში, იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ კინორეჟისორი. 1986–1999 წლებში, შემოქმედებითი მივლინებებით, კაპიტნის მეორე თანაშემწის რანგში, საზღვაო კინოექსპედიციებში ახლდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის არაერთი გემის ეკიპაჟს. გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „გელა“ (1971), „ბავშვები“ (1976), მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ფილმის დუბლირება-გახმოვანებაში, მათ შორისაა ანიმაციური ფილმი „კომბლე“ (კომბლე, 1979). მრავალი ტელეგადაცემისა და დოკუმენტური ფილმის ავტორი, რეჟისორი და სცენარისტია: „პაილოტი“ (1980), „ვის უცდიან თოვლიანი მთები“ (1982), „ჩვენი მერი“ (1982), „ლელოს შემობრუნება“ (1984), „საქართველოს მატიანე“ (1986), „მოქანდაკე მერაბიშვილები“ (1988), „ერთი რეისის ქრონიკა“ (1989), „არის ასეთი ქვეყანა“ (1991), „ვინ არის დამნაშავე?!“ (1993), „საქართველოს სანაოსნო-ცისფერი გზებით“ (1995), „მისიით საქართველოში“ (2007), „კაპიტანი გულებიდან“ (2014), „ფრაგმენტები კაპიტნის ცხოვრებიდან“ (2016), „კაპიტანი ლევანი — სრული სვლით“ (2017), „მთელი არსებით ზღვისკენ“ (2018), „ბალადა კაპიტანზე“ (2019), „უფლის რწმენით და შეწევნით — კაპიტანი დავითაძე“ (2019), „მისი ცხოვრების გზა — ბიჭიკო ვარშანიძე“ (2019), „კაპიტან თენგიზის ზღვა და ნაპირი“ (2020), „ალი სარიშვილი — ცხოვრების მერიდიანზე“(2021), „კაპიტანი ჯორთმენაძე — არსად არ წავსულვარ“ (2021).

ფილმოგრაფია რედაქტირება

ფილმების რეჟისორი რედაქტირება

  • 1980: „პაილოტი“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟ. პაატა ტაბაღუა
  • 1982: „ჩვენი მერი“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, ჯუმბერ ებრალიძე
  • 1982: „ვის უცდიან თოვლიანი მთები“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟ. პაატა ტაბაღუა
  • 1984: „ლელოს შემობრუნება“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, ირაკლი მახარაძე
  • 1986: „საქართველოს მატიანე“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, ჯუმბერ ებრალიძე
  • 1988: „მოქანდაკე მერაბიშვილები“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, ირაკლი მახარაძე
  • 1989: „ერთი რეისის ქრონიკა“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 1991: „არის ასეთი ქვეყანა“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 1993: „ვინ არის დამნაშავე?!“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, ჯუმბერ ებრალიძე
  • 1995: „საქართველოს სანაოსნო – ცისფერი გზებით“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორები პაატა ტაბაღუა, მერაბ ჩაგუნავა
  • 2007: „მისიით საქართველოში“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, ჯუმბერ ებრალიძე
  • 2014: „კაპიტანი გულებიდან“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2016: „ფრაგმენტები კაპიტნის ცხოვრებიდან“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2017: „კაპიტანი ლევანი — სრული სვლით“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2018: „მთელი არსებით ზღვისკენ“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2019: „ბალადა კაპიტანზე“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2019: „უფლის რწმენით და შეწევნით“ (დოკუმენტური ფილმი) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2019: „მისი ცხოვრების გზა — ბიჭიკო ვარშანიძე“ (დოკუმენტური) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2020: „კაპიტან თენგიზის ზღვა და ნაპირი“ (დოკუმენტური) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2021: „ალი სარიშვილი — ცხოვრების მერიდიანზე“ (დოკუმენტური) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა
  • 2021: „კაპიტანი ჯორთმენაძე — არსად არ წავსულვარ“ (დოკუმენტური) ავტორ-რეჟისორი პაატა ტაბაღუა

სცენარის ავტორი ფილმებისა რედაქტირება

  • 1980: „პაილოტი“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟ. პაატა ტაბაღუა
  • 1989: „ერთი რეისის ქრონიკა“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟ. პაატა ტაბაღუა
  • 1995: „საქართველოს სანაოსნო – ცისფერი გზებით“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, მერაბ ჩაგუნავა
  • 2007: „მისიით საქართველოში“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, ჯუმბერ ებრალიძე

პროდიუსერი ფილმებისა რედაქტირება

  • 1989: „ერთი რეისის ქრონიკა“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟ. პაატა ტაბაღუა
  • 1995: „საქართველოს სანაოსნო – ცისფერი გზებით“ (დოკუმენტური ფილმი) რეჟისორები პაატა ტაბაღუა, მერაბ ჩაგუნავა

გადაღებულია ფილმებში რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

  • 1985: სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის (რიგა) ვერცხლის მედალი და ლაურეატის წოდება დოკუმენტური ფილმისთვის „ლელოს შემობრუნება“
  • 2013: საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჯილდო
  • 2014: საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიღებული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჯილდო

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება