ოხერა — ნასოფლარი ახალციხის მუნიციპალიტეტ სოფელ მინაძესთან.

ნასოფლარი ოხერა მდებარეობს მდინარე ურავლის მარცხენა მხარეს მაღალ გორაზე. ოხერას წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარედ. ეკლესიამდე მისასვლელი გზით ჩანს კულტურული ფენა და დიდი ზომის რიყის ქვით ნაგები კედლის ნაშთი. იქვე ჭრილის გაყოლებაზე ჩამოშლილ მიწაში გვხვდება დიდი რაოდენობით კერამიკული მასალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39322