ოსტაშკოვი (რუს. Осташков) — ქალაქი რუსეთში, ტვერის ოლქში, 199 კმ-ში ტვერიდან. მდებარეობს ტბა სელიგერის სამხრეთ სანაპიროზე. 2017 წლის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 16,318 ადამიანს.

დასახლებული პუნქტი
ოსტაშკოვი
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 57°09′00″ ჩ. გ. 33°06′00″ ა. გ. / 57.15000° ჩ. გ. 33.10000° ა. გ. / 57.15000; 33.10000
დაარსდა XIV საუკუნე
პირველი ხსენება 1371
ფართობი 13 კმ²
ცენტრის სიმაღლე 210 მეტრი
მოსახლეობა 15 384 (2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 48235
საფოსტო ინდექსი 172730
ოფიციალური საიტი http://ostashkov.ru/
ოსტაშკოვი — რუსეთი
ოსტაშკოვი

კლიხენის კუნძული პირველად ნახსენებია ლიტვის დიდი ჰერცოგი ალგირდასის წერილში კონსტანტინოპოლის პატრიარქთან 1371 წელს. რამდენიმე წლით გვიან კუნძული ნოვგოროდელმა ყაჩაღებმა დაარბიეს. კლიხენის გადარჩენილი ორი მცხოვრები ოსტაშკო და ტიმოფეი მთავარ ნაპირზე გადავიდნენ და სოფლები ოსტაშკოვო და ფიმოფეევო დააფუძნეს, შესაბამისად. პირველი ეკუთვნოდა მოსკოვის პატრიარქს, მეორე კი - ვოლოკოლამსკის მონასტერს. 1770 წელს ორივე სოფელი გაერთიანდა ერთ ქალაქ ოსტაშკოვში.

ამჟამად ოსტაშკოვი რუსეთის ერთ-ერთი ულამაზეს პროვინციულ ქალაქად მიიჩნევა. მისი მთავარი ქუჩები ნეოკლასიკურ სტილშია განლაგებული ივან სტაროვის გეგმის მიხედვით (1772). ადგილობრივ ღირშსესანიშნაობათა შორისაა ამაღლების ეკლესია (1689), სამების საკათედრო ტაძარი (1697), ზეციური ნიშნის მონასტერი (1673-1880) და მე-18 საუკუნის შუა წლების ჟიტნის მამათა საკნები. ქალაქის სასიამოვნო არქიტექტურისა და ტბის ნაპირას მიმზიდველი მდებარეობის გამო ოსტაშკოვო დასავლეთ რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული დასასვენებელი და დასათვალიერებელი ადგილია.

განთქმული ნილოვის მონასტერი მდებარეობს სტოლბნის კუნძულზე, ოსტაშკოვიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში. ამ ადგილას მდებარეობდა ნკვდ-ს სპეციალური ბანაკი, სადაც დაახლოებით 6300 პოლონელი ტყვე ჰყავდა დამწყვდეული ტვერში მათი წამებით სიკვდილით დასჯამდე (ცნობილი როგორც კატინის ხოცვა-ჟლეტა).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება