ოსლოს მეტროპოლიტენი
ოსლოს მეტროსადგურს Oslo T-bane ეწოდება და ქალაქის უსწრაფეს ტრანსპორტს წარმოადგენს. იმართება კომპანია ოსლო ტ-ბადედრიფტის მიერ სატრანსპორტო უწყება რუტერთან კონტრაქტის საფუძველზე. მეტროქსელი ექვს ხაზს მოიცავს, რომლებიც ცენტრის გავლით მოძრაობენ. ხაზების საერთო სიგრძე 80 კილომეტრია. მეტროს დღიურად დაახლოებით 226,000 მგზავრი გადაჰყავს (2012 წლის მონაცემებით). ქსელში 97 სადგურია, აქედან 16 სადგური მიწისქვეშაა.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ჩქაროსნული ხაზი 1898 წელს გახსნილი ჰოლმენკოლის ხაზია, 1912 წელს გახსნილ რიოას ხაზთან ერთად. 1928 წელს Nationaltheatret-ის მიწისქვეშა ხაზი გაიხსნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ოსლოს მეტრო სკანდინავიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძველესია. სონგსვანის ხაზი 1934 წელს გაიხსნა, ხოლო კოლსოს ხაზი 1942 წელს. T-bane სისტემის ხაზის განახლება 1966 წელს დაიწყო ქალაქის აღმოსავლეთ უბნებში 1957 წელს აგებული იოსტენსიოს ხაზის გადაკეთებით. ამას ლამბესტეტერის, გრურუდისა და ფურუსეტის ხაზების განახლება მოჰყვა; 1993 წელს ორი ახალი მიწისქვეშა ხაზი გაიყვანეს მთავარი გვირაბისთვის, რაც 2006 წელს რინგის ხაზის ექსპლუატაციაში შესვლით დაგვირგვინდა. 2006-დან 2010 წლამდე მოძველებული T1000 შემადგნლობა MX3000-ის ახალი შემადგენლობით შეიცვალა.
ნორვეგიის რკინიგზის ისტორია
რედაქტირებასარკინიგზო ტრანსპორტი ოსლოში 1854 წელს გაიხსნა ჰოვედბანენიდან ეიდსვოლის მიმართულებით. 1872 წელს დრამენბანენი ჩადგა მწყობრში ოსლოს დასავლეთის მიმართულებით, 1879 წელს იოსტფოლბანენი შევიდა ექსპლუატაციაში ნორსდტრანდის გავლით, თუმცა, მომსახურება ერთობ შეზღუდული იყო, მხოლოდ ქალაქის მასშტაბით. 1894 წელს უკვე ელექტროტრამვაიმ დაიწყო მუშაობა კომპანია ქრისტიანია ელექტრსიკეს ხელმძღვანელობით.
პირველი საგარეუბნო ხაზი 1898 წელს გაიხსნა და ჰოლმენკოლი ეწოდა.
ხაზი # | ბოლო გაჩერება | ხაზები | სადგურები |
---|---|---|---|
1 | ფრონგენსეტერენი ↔ ჰელისფირი (↔ ბერგკრისტალენი) | ჰოლმენკოლენის ხაზი, ლამბერტსეტერის ხაზი | 35 |
2 | ესტეროსი ↔ ელინგსრუდოსენი | რეას ხაზი, ფურუსეტის ხაზი | 26 |
3 | სოგნსვანი ↔ მორტესრუდი | სონგსვონის ხაზი , ესტენსეს ხაზი | 27 |
4 | რინგი ↔ ბერგკრისტოლენი | რინგის ხაზი, ლამბერტსეტერის ხაზი | 22 |
5 | სტურო ↔ ვესტლი | რინგის ხაზი, გრორუდის ხაზი | 26 |
6 | ოზიორდეტი ↔ რინგი | კოლსოს ხაზი, რინგსი ხაზი | 12 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- T-bane map დაარქივებული 2009-03-06 საიტზე Wayback Machine.
- Oslo T-bane at UrbanRail.Net დაარქივებული 2011-09-03 საიტზე Wayback Machine.
- Oslo T-banedrift დაარქივებული 2007-05-17 საიტზე Wayback Machine.
- Ruter
- Fare and timetable information