ოსკარის მე-5 დაჯილდოება

ოსკარის მე-5 დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების მე-5 დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1932 წლის 18 ნოემბერს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1931 წლის 1 აგვისტოდან 1932 წლის 31 ივლისამდე გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სასტუმრო ამბასადორში, ლოს-ანჯელესი. შოუს უმასპინძლა კონრად ნეიჯელმა, რომელიც მანამდე ორი წლის წინ უძღვებოდა ოსკარის მესამე დაჯილდოებას.

ოსკარის მე-5 დაჯილდოება
თარიღი 18 ნოემბერი, 1932
ადგილი სასტუმრო ამბასადორი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
მასპინძელი კონრად ნეიჯელი
მნიშვნელოვანი ფაქტები
საუკეთესო სურათი Grand Hotel
ყველაზე მეტი ჯილდო Bad Girl and The Champ (2)
ყველაზე მეტი ნომინაცია Arrowsmith and The Champ (4)
 < მე-4 ოსკარი მე-6 > 

ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 12 კატეგორიაში. აკადემიამ პირველად შემოიღო ჯილდოები მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმებისთვის.[1] უოლტ დისნეიმ სპეციალურად ცერემონიისთვის შექმნა მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სურათი ნომინანტთა აღლუმი.[2]

საუკეთესო სურათის ნომინაციის გამარჯვებული Grand Hotel გახდა ერთადერთი გამარჯვებული ფილმი, რომელიც სხვა არც ერთ კატეგორიაში არ იყო ნომინირებული.[3] ყველაზე მეტი, 4 ნომინაცია დაიმსახურეს ფილმებმა Arrowsmith და The Champ. ორ-ორი ჯილდო აიღეს ფილმებმა Bad Girl და The Champ.

ახალი კატეგორიის, საუკეთესო მოკლეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის გამარჯვებული Flowers and Trees გახდა პირველი ფერადი ოსკაროსანი ფილმი.

გამარჯვებულები და ნომინანტები რედაქტირება

ოსკარის მე-5 დაჯილდოების გამარჯვებულები და ნომინანტები[4]
საუკეთესო სურათი საუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო მსახიობი კაცი საუკეთესო მსახიობი ქალი
საუკეთესო ორიგინალური მოთხრობა საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
საუკეთესო მხატვრული რეჟისურა საუკეთესო ოპერატურა
საუკეთესო ხმის ჩაწერა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, კომედია საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, Novelty

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. http://www.cinemateca.org/academy_awards/academy_award_categories.htm
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-15. ციტირების თარიღი: 2014-01-27.
  3. http://www.imdb.com/title/tt0022958/trivia
  4. The 5th Academy Awards (1932) Nominees and Winners. oscars.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-06. ციტირების თარიღი: 2013-06-24.