ორო (ინგლ. Oro Province) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი პოპონდეტა. ოროს ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობდა აქტიური საბრძოლო მოქმედებები. პროვინციაში განვითარებულია სამთო ტურიზმი: ვულკანი ლამინგტონი იზიდავს ბევრ ადამიანს.

პროვინცია
ორო
ინგლ. Oro Province
დროშა

ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
ადმ. ცენტრი Popondetta
კოორდინატები 9°00′00″ ს. გ. 148°05′00″ ა. გ. / 9.00000° ს. გ. 148.08333° ა. გ. / -9.00000; 148.08333
ფართობი 22 735 კმ²
მოსახლეობა 186 309 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 8,19 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+10:00]]

ორო — პაპუა-ახალი გვინეის ერთადერთი პროვინციაა, სადაც ანგლიკანიზმი ძირითადი რელიგიური კონფესიაა. აქ მოჰყავთ ბევრი პალმების მცენარეულობა. ეს პროვინციის მეურნეობის ძირითადი დარგია.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
ოროს პროვინციის ადმინისტრაციული რუკა

პროვინცია იყოფა ორ რაიონად: სოჰე და იჯვიტარი.