მეოთხე სამეფო სახლი, ორლეანელების დინასტია ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც ბურბონ-ორლეანელების დინასტია (ფრანგულად: Maison de Bourbon-Orléans) მის გასამიჯნად იმავე სახელის სხვა შტოებისაგან, რომელიც გამოყენებულია საფრანგეთის სამეფო სახლის მიერ. ყველა წარმომადგენელი ლეგიტიმური მამრობითი ხაზიდან იყო დინასტიის დამფუძნებლის ჰუგო კაპეტის შთამომავალი. ორლეანელების სახლი დაფუძნებული იყო ორლეანის ჰერცოგის, ფილიპ I-ის, მეფე ლუი XIII-ს უმცროსი შვილის და ლუი XIV-ის უმცროსი ძმის მიერ.

Arms of the Dukes of Orléans.svg

1709 წლიდან საფრანგეთის რევოლუციამდე, ორლეანის ჰერცოგები სამეფო ტახტზე ასვლის კანდიდატთა შორის მთავარი შტოს, ბურბონების შემდეგ მეორე ადგილს იკავებდნენ. მიუხედავად ამისა, ლუი XIV-ს პირდაპირმა შთამომავლებმა შეინარჩუნეს ტახტი, მისი ძმის, ფილიპეს შთამომავლები ფლობდნენ ძალაუფლებას მონარქიის დასრულებამდე. ორლეანელები მეფობდნენ 1830-1848 წლებში და დღემდე ითვლებიან სამეფო დინასტიის გამგრძელებლებად.

ლუის მარი ადელაიდე დე ბურბონი, რომელმაც ოჯახს დიდი სიმდიდრე მოუტანა