ორგანოგენეზი (ორგანო და ...გენეზი) — ორგანოთა გაჩენის, განვითარებისა და გარდაქმნის პროცესი. ორგანოგენეზი ვიწრო გაგებით (ონტოგენეზური ორგანოგენეზი) გულისხმობს მორფოგენეზულ პროცესებს, რომლებიც ვლინდება ორგანოთა ნასახების წარმოქმნით მათში ქსოვილების წარმოქმნამდე (ჰისტოგენეზი). ხშირად ორგანოგენეზს ჩანასახის გავითარების იმ პერიოდსაც უწოდებენ, როდესაც ეს პროცესი ხორციელდება. მცენარეული ორგანიზმების მიმართ ცნება „ორგანოგენეზი“ გამოიყენება არადიფერენცირებული ქსოვილიდან (მერისტემა) მთავარი ორგანოების (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი) წარმოქმნის პროცესების აღსანიშნავად.

ორგანოგენეზი ფართო გაგებით მოიცავს აგრეთვე ევოლუციურ პროცესში ორგანოთა წარმოქმნასა და გარდაქმნას (ფილოგენეზური ორგანოგენეზი).

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა რედაქტირება