ო პერი

(გადამისამართდა გვერდიდან ოპერი)

ო პერი (ფრანგ. au pair — „ტოლი“, „თანასწორი“) — ახალგაზრდა, რომელიც უცხო ქვეყნის მასპინძელ ოჯახში თანასწორი უფლებებით ცხოვრობს. ო პერი ოჯახს ბავშვის მოვლაში, საოჯახო საქმეებში ეხმარება ან ორივეში თუ ის ოჯახის სტუმარია და ამისთვის მცირე გასამრჯელოს (ჯიბის ფულს) იღებს. როგორც წესი, ო პერი ახალგაზრდა მდედრია ან ზოგჯერ მამაკაცი, რომელსაც მასპინძელ ოჯახში როგორც დამატებით წევრს იღებენ. როგორც ოჯახმა, ისე ო პერმაც პატივი უნდა სცეს კულტურულ განსხვავებებს და ერთმანეთისადმი ტოლერანტულობა გამოიჩინოს.

ქვეყნები

რედაქტირება

ო პერის მოვალეობებში აგრეთვე შედის მარტივი საოჯახო საქმეები 6 საათის განმავლობაში, 5-დღე კვირაში. ო პერს საკუთარი ოთახი აქვს, მას უზრუველყოფენ საკვებით და ყოველკვირეულ გასამრჯელოს უხდიან, რომელიც ფინეთის კანონონის მიხედვით, თვეში მინიმუმ 252 ევროს უნდა შეადგენდეს. დამატებით, მასპინძელმა ოჯახმა ო პერი ფინური ენის კურსებზე უნდა მოაწყოს იმისთვის, რომ სტუმარს ბავშვებთან ურთიერთობა და ფინეთში ცხოვრება გაუადვილდეს. ითვლება, რომ ო პერს თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს, ამიტომაც ზემდეტი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, მას მინინუმ საათში 5 ევრო უნდა გადაუხადონ. ყოველ ექვს თვეში, ფინელ ო პერს ერთკვირიან ხელფასიან შვებულებას მიანიჭებენ. მასპინძელ ოჯახთან დარჩენა ო პერს მაქსიმუმ ერთი წლის ვადით შეუძლია.

მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ქართველებს ო პერებად მუშაობა არ შეუძლიათ.

შეერთებული შტატები

რედაქტირება

ამერიკაში ო პერების სთავაზობს ერთწლიან სამსახურს. მათ კვირაში 45 საათის განმავლობაში უნდა მოუარონ ბავშვს. ახლახან სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვით, შესაძლებელი გახდა შტატებში ო პერების ყოფნის გახანგრძლივება 6, 9 ან 12 თვით. ასევე შესაძლებელია ზაფხულის ო პერების პროგრამაში მონაწილეობა. ამას გარდა, ო პერებს ევალებათ ექვს სემესტრიანი აკადემიური საკრედიტო საათების დასრულება. წლის ბოლოს ო პერები შინ ბრუნდებიან. შესაძლებელია, რომ მათი ან მასპინძელი ოჯახის გადაწყვეტილებით, ო პერს იქ დარჩენის ვადა 6,9, ან 12 თვით გაუგრძელონ.

აშშ-ში ო პერების პროგრამა ნათელია: ო პერებს უზრუნველყოფენ ცალკე საძინებლით, საკვებით, პრემია პლიუს მინიმალური გასამრჯელო (ამჟამად $ 139,5), ერთი და ერთნახევარი დასვენების დღე ყოველ კვირას პლიუს ყოველ თვეში ერთო სრული შაბათ-კვირა, 2-კვირიანი ანაზღაურებადი არდადეგები და წინასწარ $ 500 საჭირო კურსების გასავლელად უმაღლესი განათლების აკრედიტებულ ინსტიტუტში (პროგრამის საგანმანათლებლო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად). ო პერმა დღეში 10 საათზე და კვირაში 45 საათზე მეტი არ უნდა იმუშაონ. მათ საშინაო საქმეების კეთება და საოჯახო მენეჯმენტზე პასუხისმგებლობა არ ეხებათ.

ო პერებმა შეიძლება სკოლის ასაკის ბავშვების ოჯახებშიც იმუშაონ. ასეთ შემთხვევაში ო პერების სამუშაო საათები უფრო ნაკლებია (არაუმეტეს 10 საათისა დღეში და 30 საათისა კვირაში) და კვირაში მინიმალური ანაზღაურება $ 105-ია. ოჯახი საგანმანათლებლო მიზნებისთვის $ 1000-ს იხდიან და ო პერმა 12-საათიანი აკადემიური კრედიტი უნდა გაიაროს.

ო პერებმა, რომლებიც 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვიან ოჯახებში მუშაობენ, სულ მცირე, 2 წლამდე ასაკის ბავშვთა მოვლის 200-საათიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. 3 თვემდე ასაკის ბავშვის ო პერისთვის ჩაბარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მშობლები ან ვინმე უფროსი ასაკის მზრუნველი სახლში იქნება და ბავშვზე სრულ პასუხისმგებლობას იკისრებს.

ო პერების პროგრამას ხელმძღვანელობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. ო პერების სააგენტო ამერიკაში სულ 11-ია. ო პერები აშშ-ში J-1 ვიზის წყალობით შედიან.

ძირითადი კრიტერიუმები

რედაქტირება
  • ო პერი 18-26 წლის უნდა იყოს.
  • ბავშვების მოვლის პროფესიული ან პრაქტიკული გამოცდილება უნდა ჰქონდეს (დაახლოებით 6 თვე აბ 200 საათი).
  • უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა.
  • თანახმა უნდა იყოს აშშ-ში ერთწლიან ცხოვრებაზე და მზად უნდა იყოს კვირაში 45-საათიანი მუშაობისთვის.
  • საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს.
  • კარგად უნდა მეტყველებდეს ინგლისურ ენაზე.
  • დანაშაულში შემჩნეული არ უნდა იყოს.
  • ამერიკაში ო პერად ნამუსევარი არ უნდა იყოს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება