ომარები[1] (ლათ. Nephropidae) — ზღვის ათფეხა კიბოსნაირების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე აღწევს 60 სმ და მეტს. გარეგნულად მოგვაგონებენ მდინარის კიბოებს. გრძელი მუცელი შებრტყელებულია ზურგ-მუცლის მიმართულებით; კუდის ფარფლი ფართოა. წინა სასიარულო ფეხები ატარებენ დიდ, ხშირად ასიმეტრიულ მარწუხებს. შემდეგი ორი წყვილი მთავრდება მცირე ზომის მარწუხებით. ოჯახი მოიცავს 49 თანამედროვე და 90 ნამარხ სახეობას.[2] ბინადრობენ ზღვის წყლებში, ფსკერთან, 0–20 °C ტემპერატურის პირობებში. დღისით ომარები იმალებიან. იკვებებიან უხერხემლოებით (ჯავშნისა და ნიჟარის გასაჭყლეტად იყენებენ უფრო მოზრდილ მარწუხს, უფრო წვრილს — ნადავლის ნაკუწებად დასაგლეჯად). სქესობრივად მწიფდებიან 5 წლისა. კვერცხებიდან იჩეკება პელაგიური ლარვა კარგად განვითარებული მკერდის კიდურებით, ანალური ლაპოტით, რომელიც გამოყოფილია მუცლის უკანა სეგმენტისაგან. სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წლამდე. რეწვისა და აკვაკულტურის ობიექტია. ინტენსიური მოპოვებისა და გარემოს დაბინძურების გამო მათი პოულაციის რაოდენობა მცირდება. ძირითადი სარეწაო სახეობებია: ევროპული ომარი (ლათ. Ho­marus gammarus), ამერიკული ომარი (ლათ. Homarus americanus) და ნორვეგიული ომარი (ლათ. Nephrops norvegicus).[3]

ომარები

Homarus gammarus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
ქვეტიპი:  კიბოსნაირნი
კლასი:  უმაღლესი კიბოები
რიგი:  ათფეხა კიბოები
ოჯახი:  ომარები
ლათინური სახელი
Nephropidae

სქოლიო რედაქტირება