ომაჟი (ფრანგ. hommage, ფრანგ. homme (ლათ. homo) — ადამიანი, „ვასალის“ მნიშვნელობით) — ერთ ერთი ცერემონია (ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა), რომელიც ტარდებოდა ვასალური ხელშეკრულების დადების დროს შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.

ომაჟი იმაში მდგომარეობდა რომ, მომავალი ვასალი უიარაღო და თავდაუბურავი ეშვებოდა ერთ მუხლზე (ორ მუხლზე იჩოქებოდნენ მხოლოდ მონები და ყმები), შეეურთებულ ხელის გულებს დებდა სუზერენის ხელებში და სთხოვდა მიეღო ის ვასალად. სუზერენი იყვანდა, და გადაკოცნიდნენ ერთმანეთს.

VIII საუკუნიდან ომაჟთან ერთად დებდნენ ერთგულების ფიცს — ფუას.

XI საუკუნემდე სენიორსა და ვასალს შორის ომაჟისა და ფუას დადების შედეგად წარმოიქმნილი ურთიერთობა უპირატესად პირად ხასიათს ატარებდა, შედეგად ომაჟი და ფუას თან ახლდა, როგორც წესი ინვესტიტურა — მიწის ფეოდის (ლენის) გადაცემა სენიორიდან ვასალზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება