ომალოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კოშკი (3 X 3 მ) სამსართულიანია, ზემოთკენ ოდნავ შევიწროვებული, ნაგებია ნატეხი ქვით. გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი შირიმით, წყობაში აქა-იქ ნატეხი ქვაც არის ჩართული. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სართულშუა გადახურვა, III სართულის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. კოშკში შესასვლელი დასავლეთიდან I სართულზეა. კარი თარაზულად არის გადახურული და ზემოთკენ შესამჩნევად ვიწროვდება. ამავე სართულის სამხრეთ კედელში ერთი სათოფურია. II სართულის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მცირე სამალავია მოწყობილი. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა (შემორჩენილია ძელების საყრდენი ბუდეები). დასავლეთ ფასადზე, კარის თავზე, ტვიფრით ორი მცირე გეომეტრიული ფიგურაა გამოყვანილი.

ლიტერატურა

რედაქტირება