ომაიადის მეჩეთი (არაბ. الجامع الأموي [al-Jāmiʿ al-Umawī]), ასევე ცნობილია, როგორც დამასკოს დიდი მეჩეთი — ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მეჩეთი მსოფლიოში. მდებარეობს დამასკოს ძველ ქალაქში. ქრისტიანობისა და ისლამის მიხედვით, მეჩეთში დამარხულია იოანე ნათლისმცემელის თავი. მუსლიმებს სწამთ, რომ სწორედ ეს მეჩეთი იქნება იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ადგილი. შენობაში გამოყოფილია ორი სალოცავი, რომელიც ეძღვნება მაჰმადის შვილიშვილის, ჰუსეინ იბნ ალის ხსოვნას.

ომაიადის მეჩეთი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 33°30′43″N 36°18′24″E / 33.511944° ჩ. გ. 36.306667° ა. გ. / 33.511944; 36.306667კოორდინატები: 33°30′43″N 36°18′24″E / 33.511944° ჩ. გ. 36.306667° ა. გ. / 33.511944; 36.306667
რელიგიური კუთვნილება მუსლიმანური
ქვეყანა სირია
ადგილმდებარეობა დამასკო
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება