ოლივიე მარშალი
ოლივიე მარშალი (ფრანგ. Olivier Marchal; დ. 14 ნოემბერი, 1958) — ფრანგი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და ყოფილი პოლიციელი. 2005 წელს ნომინირებული იყო სეზარის კინოპრემიაზე გადაღებული ფილმისთვის „სანაპირო ორფევრი, 36“ (2004). შექმნილი აქვს აგრეთვე პოპულარული ფრანგული სატელევიზიო პოლიციური დრამა „შეჭრა“ (2009), რომლის პირველი სეზონისთვის აგრეთვე დაწერა სცენარი და გადაიღო რამდენიმე ეპიზოდი. სამსახიობო ხელობის შესწავლას პოლიციის ოფიცრად ყოფნის დროს შეუდგა. ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი (2010).
ოლივიე მარშალი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 ნოემბერი, 1958 ტალანსი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
საქმიანობა |
მსახიობი კინორეჟისორი სცენარისტი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება