ოლგა ბუზოვა (დ. 20 იანვარი, 1986) - რუსი ტელეწამყვანი, მომღერალი.

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. 2008 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი. ცნობილია, როგორც რუსი მომღერალი, ტელე-შოუს „დომ 2“-ის მონაწილე და შემდგომში მისი წამყვანი. ოლგა 18 წლის იყო, როცა ტელე-შოუში პირველად გამოჩნდა. ოთხი წელი მონაწილეობდა აღნიშნულ პროექტში. აუდიტორიის ხმის შედეგების საფუძველზე, ბუზოვა სატელევიზიო პროექტის ისტორიაში საუკეთესო მონაწილედ იქნა აღიარებული.

2008 წელს შედგა მისი სამსახიობო დებიუტი სერიალში „უნივერსიტეტი“, რომელიც ტელეარხ „ТНТ“-ზე გადიოდა. ამავე წელს სოლო კონცერტებით დაიწყო მოგზაურობა რუსეთში. მისი სიმღერები შესულია ალბომში „Звёзды Дом 2. Законы любви“.

2009 წელს ქვეყნის სამ საუკეთესო ტელეწამყვანს შორის დასახელდა. 2010 წელს ბუზოვას თეატრალური დებიუტი შედგა. მონაწილეობდა სპექტაკლში „ბრწყინვალე ქორწილი“.

2011 წლიდან მუსიკალურ კარიერას უბრუნდება. პირველი სინგლი გახდა სიმღერა „Не забывай“. 2018 წელს ბუზოვამ „შოუ- ბიზნესისა და სპორტის 50 ვარსკვლავს“ შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.

ოლგა მეგობრობს რუსეთის შოუბიზნესის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ბელა პოტემკინა, ფილიპ კირკოროვი, ანდრეი მალახოვთან და სხვა.

2019 წლის მაისში ბუზოვა სკანდალში გაეხვა. პოპ-მომღერალის, ოლგა ბუზოვას თქმით, მოდის სახლის - „Balenciaga“ -ს და „Vetements“ -ის დირექტორმა დემნა გვასალიამ ითხოვა, რომ რუსმა მომღერალმა ხშირად არ ჩაიცვას მისი ქურთუკი და არ დაწეროს ყველაგან, რომ ამ ფირმის შეკერილი სამოსი აცვია. ყოველივე ეს კი, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა გახადა ცნობილი. მისი თქმით, ერთ-ერთმა ცნობილმა დიზაინერმა მას სთხოვა, რომ ბუზოვასთვის ეთქვა "ნუ აცვია ყველგან ჩვენი ქურთუკი და ნუ წერს ამის შესახებ". ბუზოვა ამბობს, რომ ეს დიზაინერი დემნა გვასალია იყო. მომღერალს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. რუსები კომენტარებში ითხოვდენ, რომ დემნას „Balenciaga“ -ს დირექტორის პოსტი დაეტოვებინა.

2019 წელს ოლგა ბუზოვა იღებდა მონაწილეობას ტელეშოუ ფორდბოიარდში

ოლგა ბუზოვა საკმაოდ პოპულარული პერსონაა, 2020 წლის იანვრის მონაცემებით ის არის ნომერ პირველი რუსი ქალი, რომლის გვერდიც გამოწერილი აქვთ სოციალურ პლატფორმა ინსტაგრამზე 19 მილიონ ადამიანს.

ოჯახირედაქტირება

ოლგა ბუზოვა არის განქორწინებული. 2012 წელს ცოლად გაჰყვა რუს ფეხბურთელს, დიმიტრი ტარასოვს. 2016 წელს ეს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ოლგას მამა - იგორ ბუზოვა, სამხედრო მოხელეა, ხოლო დედა - ირინა ბუზოვა, სტომატოლოგი. ოლგას ჰყავს უმცროსი და - ანა.


რესურსები ინტერნეტშირედაქტირება