რეალ ოვიედო (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან ოვიედო (საფეხბურთო კლუბი))

„რეალ ოვიედო“ (ესპ. Real Oviedo) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1926 წელს, ასტურიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ოვიედოში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნუევო კარლოს ტარტიერეზე, რომელიც 30 500 მაყურებელს იტევს.

რეალ ოვიედო
სრული სახელი Real Oviedo S.A.D.
მეტსახელი ლურჯები (ესპ. Los Azules)
გუთები (ესპ. Los Godos)
დაარსდა 1926; 98 წლის წინ (1926)
სტადიონი ნუევო კარლოს ტარტიერე
ოვიედო, ასტრია
(ტევადობა: 30,500 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხორხე მენდეს ვალინა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ფერნანდო იერო
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2018/19 მე-8 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ისტორია რედაქტირება

კლუბი დაარსდა 1926 წელს, „სტადიუმ ოვეტენსეს“ და „რეალ კლუბ დეპორტივო ოვიედოს“ შერწყმის შედეგად. პრიმერა დივიზიონში პირველად აღზევდა დაარსებიდან 7 წლის შემდეგ.

„რეალ ოვიედოს“ შემტევმა კვარტეტმა, რომელშიც შედიოდნენ ემილინი, ხალე, ერერიტა და ისიდრო ლანხარა (ყველა მათგანი გამოძახებული იყო ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, შეძლეს თამაშის მოდერნიზება, ერთი შეხებით პასის გაკეთებით და შემდეგ გაქცევით, რის გამოც „ელექტრონული ფორვარდები“ (Delanteras Eléctricas) შეარქვეს. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ინგლისელი მწვრთნელის, ფრედ პენტლანდის მიერ დაწყებუი აქტიური წვრთნებით და ფიტნეს რეჟიმით.

ესპანეთის სამოქალაქო ომამდე, ლანხარამ ზედიზედ 3 სეზონის მანძილზე შეძლო პიჩიჩის პრიზის მოგება. დაამხო ყველა რეკორდი, ლიგის 62 მატჩში გაიტანა 174 გოლი. საომარი მოქმედებების დაწყების გამო გუნდი დაიშალა, ლანხარა ემიგრაციაში წავიდა სამხრეთ ამერიკაში, ერერიტა და ემილინი „ბარსელონას“ შეუერთდნენ, ხალე სანტადერის „რასინგში“ გადავიდა, ხოლო გალიარტი ფეროლის „რასინგში“.

ომის შემდეგ, როდესაც ფეხბურთის თამაში გაგრძელდა, „ოვიედო“ დაქვეითდა მეორე დივიზიონში. მათ სტადიონზე თამაში შეუძლებელი იყო, ვინაიდან ფრანსისკო ფრანკოს ჯარისკაცები მას იარაღის საწყობად იყენებდნენ. მომავალ ათწლეულებში კლუბი ასპარეზობდა პირველ (38 სეზონი) და მეორე დივიზიონებში (32 სეზონი). კლუბის საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 1962-63 წლებში, როდესაც დაიკავა მე-3 ადგილი პრიმერა დივიზიონში და მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასის გათამაშებაში. 1978 წელს, „რეალ ოვიედო“ პირველად დაქვეითდა დონით მესამე დივიზიონში, სადაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა.

კლუბის სტადიონი გამოყენებული იქნა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის, რის გამოც ესტადიო კარლოს ტარტიერე სრულიად განახლდა. განახლებულ სტადიონზე პირველი მატჩი ჩატარდა ჩილესა და ავსტიის ეროვნულ ნაკრებებს შორის. 1984-85 წლებში კლუბმა მოიგო ესპანეთის ლიგის თასის მეორე დივიზიონი, რომელიც შემდეგში გაუქმდა. „ოვიედომ“ შეძლო „სალამანკას“, „ატლეტიკ ბილბაოს“, „ლორკა დეპორტივას“ და „საბადელის“ დამარცხება, ფინალში კი „ატლეტიკო მადრილენიოს“ მოუგო, ანგარიშით 2-1.

1988 წელს „ოვიედო“ დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში, აღსაზევებელ პლეი-ოფში დაამარცხა „მალიორკა“, 2 მატჩის ჯამში ანგარიშით 2-1. პრიმერა დივიზიონში კლუბმა გაატარა ზედიზდ 13 წელი, 1990-91 წლების სეზონში დაიკავა მე-6 ადგილი და კიდევ ერთხელ მიიღო უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. პირველივე ეტაპზე დამარცხდა იტალიურ „ჯენოასთან“ (2-3). ამ მატჩის შემდეგ „რეალ ოვიედომ“ შეძლო „ბარსელონის“ დამარცხება კამპ ნოუზე (1-2).[1][2]

წარმატებული წლის შემდეგ, კლუბი არაერთხელ აღმოჩნდა დაქვეითების ზღვარზე, 1998 წლის დასაქვითებელ პლეი-ოფში შეძლო „ლას-პალმასის“ დამარცხება და შეინარჩუნა ადგილი ლიგაში. 1992 წელს, უმრავლესი ესპანური კლუბის მსგავსად „რეალ ოვიედო“ გახდა საზოგადოებრივი შეზღუდული პასუხისმგებლობის სპორტული კომპანია (Public limited sports company), რომლის საწყის კაპიტალს €3.6 მილიონი ევრო შეადგენდა.[3]

 
სტადიონი ნუევო კარლოს ტარტიერე

2000 წელს კლუბის საშინაო არენა გახდა ნუევო კარლოს ტარტიერა, რომელიც 30 500 მაყურებელს იტევს. ოფიციალურად სტადიონი 2000 წლის 20 სექტემბერს გაიხსნა, მატჩით „რეალ ოვიედოსა“ და ბელგრადის „პარტიზანს“ შორის, რომელიც „ოვიედომ“ 0-2 დათმო. 3 დღით ადრე, პრიმერა დივიზიონის 2000-01 წლების სეზონის პირველი მატჩი „ლურჯებმა“ ფრედ, 2-2 დაასრულეს „ლას-პალმასთან“.[4]

ზედიზედ 2-ჯერ დაქვეითების შემდეგ კლუბს შეექმნა ეკონომიკური პრობლემები, კლუბი მოთამაშეებს ხელფასს ვეღარ უხდიდა, რაც გამოიწვია მხარდაჭერის არარსებობამ ქალაქის მთავრობისგან. შედეგად, 2003-04 წლების სეზონიდან კლუბი მე-4 დივიზიონში (ტერსერა) დაქვეითდა. კლუბი გაკოტრების პირას იყო, მაგრამ მდგომარეობა გაუმჯობესედა და „ოვიედომ“ შეძლო მე-3 დივიზიონში აღზევება.

2 სეზონის შემდეგ კლუბი კვლავ დაქვეითდა ტერსერა დივიზიონში, მაგრამ 2008-09 წლების სეზონისთვის ისევ აღზევდა მე-3 დივიზიონში. თუმცა, ეკონომიკური პრობლემების გამო კლუბის გადარჩენა ისევ რისკის ქვეშ იყო.[5]

მძიმე ფინანსური მდგომარეობა გაგრძელდა 2012-13 წლების სეზონამდე, როდესაც კლუბის აქციების შეძენა დაიწყეს მხარდამჭერებმა. „რეალ ოვიედოს“ ფინანსური დახმარება გაუწიეს და გაკოტრებისგან იხსნეს კლუბის აღზრდილმა ფეხბურთელებმა, სანტი კაზორლამ, ხუან მატამ, მიჩუმ და ადრიანმა. კლუბს 17 ნოემბრამდე ჰქონდა ვადა, რათა გადაეხადა €2 მილიონ ევროიანი ვალი.[6][7][8]

2012 წლის 17 ნოემბერს, მსოფლიოს მე-2 ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, კარლოს სლიმმა, „რეალ ოვიედოში“ ჩადო $2.5 მილიონ აშშ დოლარიანი ინვესტიცია.[9][10]

2015 წლის 31 მაისს, 13 წლიანი პაუზის შემდეგ „ოვიედო“ დაბრუნდა სეგუნდა დივიზიონში, პლეი-ოფებში დაამარცხა „კადისი“, 2 მატჩის ჯამში 2-1.

მიღწევები რედაქტირება

გუნდური რედაქტირება

მე-3 ადგილი (3): 1934/35, 1935/36, 1962/63
ჩემპიონი (5): 1932/33, 1951/52, 1957/58, 1971/72, 1974/75
მე-2 ადგილი (3): 1931/32, 1954/55, 1955/56
გამარჯვებული: 1984/85
გამარჯვებული: 2014/15
ჩემპიონი (4): 2003/04, 2004/05, 2007/08, 2008/09

ინდივიდუალური რედაქტირება

პიჩიჩი რედაქტირება

სამორა რედაქტირება

ევროტურნირების სტატისტიკა რედაქტირება

სეზონი ტურნირი ეტაპი მეტოქე შინ გასვლითი ჯამში
1991-92 უეფა-ს თასი 1/32   ჯენოა 1–0 1–3 2–3

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Una corta renta para el Oviedo Spanish. El Mundo Deportivo (20 სექტემბერი, 1991). ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2014.
  2. Skuhravy rompió el sueño Spanish. El Mundo Deportivo (4 ოქტომბერი, 1991). ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2014.
  3. Real Oviedo History. Real Oviedo Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-20. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2014.
  4. Real Oviedo History. Real Oviedo Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-20. ციტირების თარიღი: 20 დეკემბერი, 2014.
  5. Real Oviedo – The people’s club. Football Friends Online (7 ნოემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-10. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2012.
  6. Spanish stars join Real Oviedo fight. ESPN FC (9 ნოემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-22. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი, 2012.
  7. Michu answers a Real SOS back home. Swansea AFC (7 ნოემბერი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-10. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2012.
  8. Real Oviedo – the remarkable story of a club the world united to save. The Guardian (29 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2013.
  9. Mexican tycoon buys majority share in Real Oviedo. The New York Times (17 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 20 ნოემბერი, 2012.
  10. Investing in football: a Real Oviedo shareholder's tale. CNN (21 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 7 მაისი, 2013.