იოანეს დრასხანაკერტცი

(გადამისამართდა გვერდიდან ოვანეს V)

იოანეს დრასხანაკერტცი, იოანე დრასხანაკერტელიIX-X საუკუნეების სომეხი ისტორიკოსი, 897-929 წლებში სომხეთის კათოლიკოსი. მისი შრომებიდან ცნობილია „სომეხი მამამთავრების რიგი“ და „სომხეთის ისტორია“, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაასრულა. ბოლო ნაშრომში აღწერილია სომხეთის ისტორია „ქვეყნის დასაბამიდან“ X საუკუნის I მეოთხედამდე. ნაშრომი შეიცავს საინტერესო ცნობებს შუა საუკუნეების სომხეთში კლასთა ბრძოლის, შინაფეოდალური ომების, პოლიტიკური წყობილების, საერთაშორისო ურთიერთობის, სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების, კულტურისა და, აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 192, თბ., 1980 წელი.
  • მელიქსეთ-ბეგი ლ., ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941