ოგიუსტ როდენის ქუჩა

ოგიუსტ როდენის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან გიორგი ქუჩიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის 1897 წლის გეგმაზე დატანილია როგორც წყნეთის შესახვევი. 1925 წელს იაკობ ნიკოლაძის წინადადებით ოგიუსტ როდენის სახელი დაერქვა. №6-ში გახსნილია იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი.

ოგიუსტ როდენის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი ვერე
წინა სახელები წყნეთის შესახვევი

ლიტერატურა რედაქტირება