ფრანსუა ოგიუსტ ფერდინან მარიეტი (დ. 11 თებერვალი, 1821 — გ. 19 იანვარი, 1881) — ფრანგი მეცნიერი, არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი, წარწერათა აკადემიის წევრი (1878) ეგვიპტის სიძვილეთა დეპარტამენტის დამაარსებელი (შემდეგში სიძველეთა უმაღლესი საბჭო),ეგვიპტის მუზეუმის რესტავრატორი და დიზაინერი.

ოგიუსტ მარიეტი
მარიეტის ძეგლი მშობლიურ ქალაქ - ბულონ-სურ-მერში.

ბიოგრაფია რედაქტირება

 
ოუგუსტ მარიეტი (ზის მარცხენა, შორეულ მხარეს) და იმპერატორი პედრუ II (ზის მარჯვენა შორეულ მხარეს). ფოტო გადაღებულია 1871 წლის მიწურულს, როცა მონარქი ეგვიპტეში, გიზის ნეკროპოლისს სტუმრობდა.

მთავრობის მისიით, 1850 წელს, მარიეტი ეგვიპტეში ჩავიდა. მას ლუვრის მუზეუმისთვის კოპტური, სირიული, არაბული და ეთიოპური მანუსკრიპტებისა და პაპირუსების მოძებნა და შეძენა ევალებოდა.

1851 წელს გათხრების დროს მემსფისში აღმოაჩინა სერაპისის ტაძარი. 1854-1858 წწ. ლუვრის ეგვიპტური განყოფილების მცველი იყო.

1858 წელს დაბრუნდა ეგვიპტეში სადაც დააარსა და ხელმძღვანელობდა "სიძველეთა სამსახურს" და ეგვიპტის მუზეუმს. ტანისის, მემფისის, საკარის, მედუმის, აბიდოსის, თებესა და ჯებელ-ბარკალის გათხრების დროს აღმოაჩინა მრავალი მნიშვნელოვანი წარწერა, ძველ ეგვიპტური ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ძეგლი.

მიანიჭეს ფაშობა. დაკრძალულია ეგვიპტის მუზეუმის ეზოში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 441.
  • ,,ღმერთები, აკლდამები და მეცნიერები", კ.კერამი, თბილისი, ,,ნაკადული", 1972