ოას (ფრანგ. Organisation armée secrète) — სამხედრო ფაშისტური დაჯგუფება საფრანგეთში XX საუკუნის 60-იანი წლების დამდგეს. მისი მიზანი იყო არ დაეშვა ალჟირის დამოუკიდებლობა. საფრანგეთში სამხედრო ფაშისტური რეჟიმის დამყარების მიზნით მისმა წევრებმა მოაწყვეს თავდასხმა პრეზიდენტ დე გოლზე. მას შემდეგ, რაც 1962 წელს ალჟირმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ორგანიზაციამ დაკარგა მიზანი და იქცა დამნაშვეთა გაერთიანებად, რაც მალე უვნებელყვეს. მის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი როლი ითამაშეს დემოკრატიულმა ძალებმა.

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოას&oldid=4232637“-დან