ნუბარაშენის რაიონი

ნუბარაშენის რაიონი (სომხ. Նուբարաշեն) — სომხეთის დედაქალაქის, ერევნის 12 რაიონიდან ერთ-ერთი. ის მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 2011 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 9700 ადამიანს შეადგენს. ამით ის ბოლო ადგილზეა ქალაქში. ჩრდილოეთიდან რაიონს შენგავითისა და ერებუნის რაიონი, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან კი არარატის პროვინცია ესაზღვრება.[1] ნუბერაშენი ადრე ცნობილი იყო სევატაშენის სახელით.

ნუბარაშენის რაიონი
Նուբարաշեն շրջան
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
კოორდინატები 40°05′30″ ჩ. გ. 44°32′57″ ა. გ. / 40.0919000° ჩ. გ. 44.5492000° ა. გ. / 40.0919000; 44.5492000
ფართობი 18,11 კმ²
მოსახლეობა 9700 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+4]]