ნოს ტბა (ინგლ. Lake No) — ტბა სამხრეთ სუდანში. ის მდებარეობს სუდის ჭაობიიანი რაიონების ჩრდილოეთით ბაჰრ-ელ-ჯებელის და ბაჰრ-ელ-ღაზალის მდინარეებთან ერთად. ეს ტბა წარმოადგენს ადგილს, სადაც მდინარე ბაჰრ-ელ-ჯებელი ხდება თეთრი ნილოსი. ნოს ტბა მდებარეობს დაახლოებით 1156 კმ-ით დინების ქვემოთ უგანდის ალბერტის ტბიდან, რომელიც ყველაზე დიდი ტბაა თეთრი ნილოსის ხეობაში ნოს ტბამდე.[1] ეს რაიონი ითვლება იმ ტერიტორიის ცენტრად, რომელშიც ცხოვრობს ნუერის ხალხი.[2]

ნოს ტბა
ინგლ. Lake No
კოორდინატები: 09°29′52″ ჩ. გ. 30°27′54″ ა. გ. / 9.49778° ჩ. გ. 30.46500° ა. გ. / 9.49778; 30.46500
მდებარეობა სამხრეთ სუდანის დროშა სამხრეთი სუდანი
სიმაღლე ზღვის დონიდან 395 
სიგრძე 10 კმ
სიგანე კმ
ფართობი 100 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ბაჰრ-ელ-ჯებელი და ბაჰრ-ელ-ღაზალი
გამომდინარე მდინარე თეთრი ნილოსი
ნო (ტბა) — სამხრეთი სუდანი
ნო (ტბა)
  1. The Potential of the Nile River Basin, And The Economic Development of Sudan by Marcia Merry Baker, The American Almanac, 1997
  2. The Nuer of Sudan and Ethiopia by Orville Boyd Jenkins, March 1997 (hosted by strategyleader.org)