ნორ-პა-დე-კალეს სამთო-სამრეწველო აუზი

ნორ-პა-დე-კალეს სამთო-სამრეწველო აუზი (ფრანგ. Bassin minier du Nord-Pas de Calais) — ქვანახშირის სამსაუკუნოვანი მოპოვების შედეგად მიღებულ სპეციფიკური პეიზაჟის მქონე ადგილი, რომელიც მდებარეობს საფრანგეთში. ქვანახშირის მოპოვება მიმდინარეობდა XVIII-XX საუკუნეებში. კულტურული ძეგლი შედგება 109 კომპონენტისგან 120 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე. ამ ადგილს ახასიათებს შახტები, რომელთაგან უძველესი 1850 წლიდან იღებს სათავეს, ასევე შახტებიდან ქვანახშირის ამოსაღები კონსტრუქციები, წიდების (ნარჩენების) გროვები, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში 90 ჰექტარს ფარავს და სიმაღლეში 140 მეტრსაც აჭარბებს, ქვანახშირის გადამზიდავი კონსტრუქციები, რკინიგზის სადგურები, მუშების იარაღები და სპეციალური საცხოვრებლები მათთვის და ოჯახის წევრებისთვის, სკოლები, რელიგიური ნაგებობები, კომპანიების უძრავი ქონება, კომპანიის მესაკუთრეთა და მმართველთა საცხოვრებელი სახლები და სხვა. სამთო-სამრეწველო აუზი არის ისტორიული ინდუსტრიული ევროპის ილუსტრაცია, რომელიც სრულად ასახავს მუშათა ცხოვრების წესსა და პირობებს.

ნორ-პა-დე-კალეს სამთო-სამრეწველო აუზი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2012  (37 სესია)
ნომერი 1360
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1363
ინგლ.რუს.ფრ.
Nord-Pas de Calais Mining Basin location in french coal basin map.

ნორ-პა-დე-კალეს სამთო-სამრეწველო აუზი 2012 წელს შეიყვანეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება