ნოე ჯორბენაძე
ნოე ჯორბენაძე (დ. 20 ივლისი, 1956) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებანოე ჯორბენაძე დაიბადა 1956 წლის 20 ივლისს, თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1984-1991 წლებში პათოლოგანატომიური განყოფილება გამგე; 1991-1993 წლებში თბილისის მორფოლოგიური დიაგნოსტიკის ცენტრის მთავარი ექიმი; 1993 წლიდან კლინიკური პათოლოგიის ს/პ ცენტრის დირექტორი; ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომისა.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "თირკმელის მორფოლოგიური ცვლილებები პოსტრეანიმაციულ პერიოდში", დაიცვა 1989 წელს. [1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ. 2000, გვ. 379