ნოდარ მაისურაძე (გენერალ-მაიორი)

ნოდარ შალვას ძე მაისურაძე (დ. 9 აგვისტო, 1924, ხაშური — გ. 31 დეკემბერი, 1997, თბილისი) — ქართველი გენერალ-მაიორი (1972), სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1977), II მსოფლიო ომის (1939-1945) მონაწილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. 1969-1971 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, 1970-1990 წლებში — საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1994).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება