ნოდარ შოთას ძე თოდუა (დ. 1931, სოფ. ნოჯიხევი, ხობის რაიონი, საქართველოს სსრ — გ. 3 იანვარი, 1985, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო მოხელე. სკკპ წევრი (1959), აფხაზეთის ასსრ-ის გნათლების მინისტრის მოადგილე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნოდარ შოთას ძე თოდუა დაიბადა 1931 წელს ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში, მოსამსახურის ოჯახში. 1955 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რაიონის №2 საშუალო სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად.

1956 წელს ნ. თოდუა დაინიშნა ოჩამჩირის რაიონის განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად, ხოლო 1958 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ალკკ ოჩამჩირის რაიონული კომიტეტის მეორე მდივნად.

1960 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ასსრ-ის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ფიზიკის კაბინეტის გამგედ, ასევე სოხუმის მე-7 და მე-16 საშუალო სკოლების დირექტორად.

1978 წელს ნ. თოდუა დაინიშნა აფხაზეთის ასსრ-ის განათლების მინისტრის მოადგილედ, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე.

1982 წელს მიენიჭა „აფხაზეთის ასსრ-ის სკოლის დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება, იყო სსრკ განათლების წარჩინებული, დაჯილდოებული იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.

ნოდარ თოდუა გარდაიცვალა 1985 წლის 3 იანვარს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №3 (11869), 4 იანვარი, 1985