ნოდარ დავითაშვილი

ნოდარ სუმბათის ძე დავითაშვილი (დ. 23 ივნისი, 1939, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1991), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2000).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1964). 1965–1977 წლებში მუშაობდა მეტროლოგიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში, 1973 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. მისი შრომები ეხება ერთ და ორ თავისუფლებისხარისხიანი სივრცითი, სფერული და ბრტყელსახსროვანი მექანიზმების ანალიზის, სინთეზის, დინამიკისა და სიზუსტის საკითხებს. მან დაამუშავა სფერული პანტოგრაფების მექანიზმების თეორია, გამოიკვლია სფერული და სივრცითი მექანიზმების დინამიკა. ჟურნალ „გამოყენებითი მექანიკის პრობლემების“ (2003 წლიდან — „მექანიკის პრობლემები“) დამფუძნებელი (2000) და მთავარი რედაქტორი.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ქართულ-ინგლისური და ინგლისურ- ქართული სტანდარტული ტერმინოლოგიური ლექსიკონი მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერებაში, თბ., 2008;
  • Динамика сферических механизмов, М., 1992;
  • Основы теории погрешности и точности шарнирно-рычажных механизмов, Тб., 1999;
  • Динамика шарнирных механизмов с упругими звеньями, Тб., 2010.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება