ნინელი შავგულიძე

ქართველი ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ნინელი შავგულიძე (დ. 7 სექტემბერი, 1943, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ნინელი შავგულიძე
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1943(1943-09-07) (80 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და თერაპევტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1966-1977 წლებში იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური გენეტიკის ჯგუფის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1977-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის მიოკარდიუმის ინფარქტის განყოფილების გენეტიკის ჯგუფის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1984-1985 წლებში ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, 1985 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 24 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ათეროსკლეროზის გენეტიკურ საფუძველზე დაავადების ადრეულ ეტაპზე ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორების მატარებელ პირთა გამოვლენის შესაძლებლობებს პროფილაქტიკურ და სამკურნალო ღონისძიებათა ჩასატარებლად. მისი მონოგრაფიული ნაშრომი „საქართველოს დღეგრძელები“, პროფესორ ყიფშიძის ნაშრომთან ერთად, წარმოდგენილია 1987 წელს ნიუ-იორკში დასტამბულ წიგნში „დღეგრძელთა პრობლემები“.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დღეგრძელთა ოჯახებში სისხლის ზოგიერთი მაჩვენებლების შესწავლისათვის“, დაიცვა 1981 წელს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 305

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება