ნილგაუ (ლათ. Boselaphus tragocamelus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 2 , მასა 200 კგ აღწევს. დედალი უფრო პატარაა. მამალს აქვს მოკლე, სწორი რქები, დედალი ურქოა. გავრცელებულია ინდოსტანის ნახევარკუნძულზე. ბინადრობს ტყეში, იშვიათად ვაკეზე. ნილგაუები ზოგჯერ პატარა ჯგუფებს ქმნიან. იკვებებიან ბალახეულით, ყლორტებითა და ფოთლებით. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება. შობს 2 ნაშიერს. ზოგჯერ აზიანებენ პლანტაციებს.

ნილგაუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  Boselaphus
სახეობა:  ნილგაუ
ლათინური სახელი
Boselaphus tragocamelus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 2893

ლიტერატურა რედაქტირება