ნიკოს საყდარი —- არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯში. აგებულია შუა საუკუნეებში.

დარბაზული ეკლესია ნაგებია შირიმის კვადრების სწორხაზოვანი წყობით. ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებული ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თითო ნიშაა. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. დარბაზიდან გადის გვირაბი, რომელიც დაბლა, ხევში ჩადის. იატაკი მიწაყრილია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. არქიტრავის ქვაზე ორმაგ ლილვში ჩასმული ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. დანარჩენი ფასადები სადაა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 25