ნიკოლოზ ანდრეევი

ინჟინერი

ნიკოლოზ ანდრეევი (დ.1873 — გ.1956) — ინჟინერი.

ნიკოლოზ ანდრეევი
დაბ. თარიღი 1873[1]
გარდ. თარიღი 1956[1]
საქმიანობა ინჟინერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების ერთ-ერთი პიონერთაგანი. 1908 წელს შეადგინა ჰესის სქემა მდ. არაგვზე თბილისის ელექტრომომარაგებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის. 1909 წელს დაამუშავა მდ. რიონზე ჰესის სქემა ქუთაისის ელექტრომომარაგებისა და სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის. 1911 წელს დაამუშავა მდ.მტკვარზე რკინიგზის სადგურ კავთისხევთან 3 ათას კილოვატ სიმძლავრის ჰესის პროექტი. 1913 წელს წარმოადგინა მდ. ხრამზე არახლოსთან ჰესის აგების დეტალური პროექტი.

1921-1922 წლებში დამუშავდა მდ. ხრამის ზედა დინებაში 10 ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ჰესის აგების სქემა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. 1922 წელს შედიოდა ზაჰესის საექსპლუატაციო კომისიის შემადგენლობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ტყიბულის რაიონისა და რიწეულას ჰესების სქემების დამუშავებაში. შეასრულა მდ. რიონზე ჟონეთთან ჰესის მშენებლობის სქემა. 1932 წელს დაამუშავა მდ. მტკვარზე ჰესის პროექტი 26 ათასი კვტ. და გადამუშავებით 100 მლნ. კვტ. სთ. 1934 წელს გამოაქვეყნა მდ. მტკვარზე ჰესების მშენებლობის შესახებ. 1926 წელს მუშაობდა სოხუმჰესის დაპროექტებაზე. მისი სქემა ითვალისწინებდა 14 ათასი ცხენის ძალის სიმძლავრის ჰესის აგებას, შემდგომ წლებში სოხუმჰესი ააგეს მის მიერ შემოთავაზებული სქემის შესაბამისად.

რესურსები ინერნეტში

რედაქტირება