ნიკოლაუს სტენო

დანიელი ბუნებისმეტყველი

ნიკოლაუს სტენო (აგრეთვე ცნობილი როგორც, ნილს სტენონი, სტენსენი; დან. Niels Stensen, ინგლ. Nicolas Steno, ლათ. Nicolaus Stenonis; დ. 11 იანვარი, 1638, კოპენჰაგენი — გ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 25 ნოემბერი], 1686, შვერინი) — დანიელი ბუნებისმეტყველი. მოღვაწეობდა ანატომიაში, პალეონტოლოგიასა და გეოლოგიაში. სტენო გეოლოგიისა და სტრატიგრაფიის მამამთავარია.[8]

ნიკოლაუს სტენო
დაბ. თარიღი 11 იანვარი, 1638(1638-01-11)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი კოპენჰაგენი[1]
გარდ. თარიღი 5 დეკემბერი, 1686(1686-12-05)[1] [2] [3] [5] (48 წლის)
გარდ. ადგილი შვერინი[1]
დასაფლავებულია სან-ლორენცოს ბაზილიკა
მოქალაქეობა დანიის სამეფო
საქმიანობა ანატომი, პალეონტოლოგი, ექიმი, გეოლოგი, კათოლიკე მღვდელი[7] , კრისტალოგრაფი და Catholic bishop[7]
ალმა-მატერი კოპენჰაგენის უნივერსიტეტი

1656-1659 წლებში სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში (არ დაუმთავრებია), შემდეგ (1659-1660) – ამსტერდამში. მუშაობდა ლეიდენში, პარიზში, რომში, ფლორენციაში და სხვა. ადამიანის ანატომიის შესწავლის დროს აღმოაჩინა ყბაყურის სადინარი (1660), რომელსაც მისი სახელი ეწოდა; აღწერა კუნთების გასწვრივბოჭკოვანი აგებულება და შეეცადა აეხსნა კუნთების შეკუმშვის მექანიზმი (1664); ცხადყო ძუძუმწოვრებისა და კვერცხისმდებელი ცხოველების საკვერცხეების მსგავსება (1667).

გეოლოგიაში სტენო გეოტექტონიკის ერთ-ერთ ფუძემდებელია. კრისტალოგრაფიაში დაადგინა კუთხეთა მუდმივობის კანონი; აღწერა ალმასის, კვარცის და მარკაზიტის კრისტალები. მასვე ეკუთვნის შრეთა წარმოქმნის თანამიმდევრობის კანონი სტრატიგრაფიაში; სტენომ დაამტკიცა, რომ დანალექი ქანების დახრილი განლაგება მეორეულია და დაასაბუთა ქანების უთანხმო განლაგების მნიშვნელობა.

სტენოს სახელი ეწოდა მინერალს — სტენონიტი.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
Elementorum myologiae specimen, 1669
  • Белоусов В. В., Николаус Стено — основоположник геотектоники, "Природа", 1938.
  • Шафрановскй И. И., Николай Стенон — кристаллограф, геолог, палеонтолог, анатом, Л., 1972.
  • Eyles V. A., Nicolaus Steno, seventeenthcentury, anatomist, geologist and ecclesiastic, "Nature", 1954.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #118617737 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Catalogue of the Library of the Pontifical University of the Holy Cross
  7. 7.0 7.1 Catholic-Hierarchy.orgUSA: 1990.
  8. Woods, Thomas. How the Catholic Church Built Western Civilization, p 4 & 96. (Washington, DC: Regenery, 2005); ISBN 0-89526-038-7