ნიკოლას-სუარესის პროვინცია

ნიკოლას-სუარესი — პროვინცია ბოლივიაში, პანდოს დეპარტამენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ნიკოლას სუარესის (1861-1940) პატივსაცემად, რომელიც XIX საუკუნეში, კაუჩუკის ბუმისას, პროვინციის თანამედროვე ტერიტორიების უდიდეს ნაწილს ფლობდა.

პროვინცია
ნიკოლას-სუარესის პროვინცია
Provincia Nicolás Suárez
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი კობიხა
კოორდინატები 11°05′00″ ს. გ. 68°10′00″ დ. გ. / 11.08333° ს. გ. 68.16667° დ. გ. / -11.08333; -68.16667
ფართობი 9 819 კმ²
მოსახლეობა 29 536 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 3.0 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCBOT (UTC-4)

მდებარეობს ბოლივიის ამაზონის დაბლობში და ესაზღვრება ჩრდილოეთით ბრაზილიას, დასავლეთით - პერუს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 100 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 9 819 კმ²-ია.

მოსახლეობა

რედაქტირება

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა200 %-ით გაიზარდა თუკი 2001 წლის მონაცემებით 29 536 ადამიანს შეადგენდა, 2010 წლისთვის, სავარაუდოდ 51 377 უნდა გამხდარიყო.

  • მოსახლეობის 42.4 % 15 წელზე ნაკლები ასაკისაა. (1992)
  • მოსახლეობის ძირითადი ნაწილი 84.7 % ესპანურად ლაპარაკობს; 4.9 % კეჩუაზე, 3.1 % აიმარაზე (1992)
  • მოსახლეობის 94.7 %-ს არ აქვს ელექტროენერგია, 71.8 %-ს სასმელი წყალი. (1992)
  • წერა-კითხვის მცოდნეა 78.1 % (1992)
  • მორწმუნეთა 83.9 % კათოლიკეა, 13.8 % პროტესტანტი. (1992)

პროვინცია შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფიან. დედაქალაქია კობიხა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება