ნიკოლაი ლობაჩევსკი
ნიკოლაი ლობაჩევსკი (რუს. Николай Иванович Лобачевский; დ. 1 დეკემბერი, 1792 — გ. 24 თებერვალი, 1856) — რუსი მათემატიკოსი. არაევკლიდური გეომეტრიის ერთ-ერთი შემქმნელი. საუნივერსიტეტო განათლებისა და სახალხო განათლების მოღვაწე. ინგლისელმა მათემატიკოსმა უილიამ კინგდონ კლიფორდმა ლობაჩევსკის „გეომეტრიის კოპერნიკი“ უწოდა. ლობაჩევსკი 40 წლის განმავლობაში ასწავლიდა ყაზანის საიმპერატორო უნივერსიტეტში, მათ შორის 19 წელი იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. დაიბადა წვრილი მოხელის ოჯახში. თითქმის მთელი ცხოვრება ყაზანში გაატარა, სწავლობდა გიმნაზიაში (1802–07), შემდეგ უნივერსიტეტში (1807–1811). ყაზანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიღო მაგისტრის ხარისხი (1811), ასწავლიდა იქვე, 1814 წლიდან ადიუნქტი, 1816 წლიდან ექსტრაორდინარული პროფესორი, 1822 წლიდან ორდინარული პროფესორი, 1820–25 წლებში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი, 1827–46 წლებში რექტორი. ნიკოლაი ზაგოსკინის გამოთქმით ლობაჩევსკი იყო ყაზანის უნივერსიტეტის „დიდი მშენებელი“.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ნიკოლაი ლობაჩევსკი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 Лаптев Б. Л. Лобачевский Николай Иванович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 14 : Куна — Ломами. — С. 585–586.
- ↑ Русский биографический словарь / под ред. А. А. Половцов, Н. П. Чулков, Н. Д. Чечулин и др. — СПб, Москва.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Czech National Authority Database