ნიკიფორიანთა დინასტია

ნიკიფორიანთა დინასტიაბიზანტიის იმპერატორთა დინასტია, რომელიც ქვეყანას 802-813 წლებში მართავდა. სახელი ეწოდა დინასტიის დამაარსებლის, ნიკიფორე I-ის მიხედვით, რომელმაც ტახტი დედოფალ ირინეს შემდეგ დაიკავა. ნიკიფორიანთა მმართველობისას იმპერია საკმაოდ დასუსტდა, თავი იჩინა ფინანსურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა, ქვყანას მრავალი სამხედრო კამპანიის წარმოება უხდებოდა. ბიზანტიამ დაკარგა გავლენა იტალიაშიც. ყოველივე ამის გამო დინასტიამ ძალიან მცირე ხნით იარსება და 813 წელს არსებობა შეწყვიტა.

ბიზანტიის იმპერია ნიკიფორიანთა დინასტიის დროს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება