ნიკარაგუის დროშა

(გადამისამართდა გვერდიდან ნიკარაგუას დროშა)

ნიკარაგუის დღევანდელი დროშა მიიღეს 1971 წლის 27 აგვისტოს. მისი პროტოტიპი არის ცენტრალური ამერიკის შეერთებული შტატების დროშა, ხოლო არგენტინის დროშის მიბაძვით არის შექმნილი. ნიკარაგუის სახელმწიფო დროშა და გერბი თავისი სიმბოლიკით ძალზედ ჰგავს ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების დროშას. სამფეროვანი დროშა ამომავალი მზით, ვულკანებით, თავისუფლების ქუდითა და ცისარტყელათი-ეს ყოველივე გამოჩნდა ორიგინალურ ემბლემაზე. გერბის სახელწოდება არის სახელმწიფოს სახელი, ნიკარაგუის რესპუბლიკა. დროშაზე გამოსახული ხუთი ვულკანი განასახიერებს ხუთ პროვინციას, რომლებმაც თავის დროზე შექმნეს ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები, რადგანაც ნიკარაგუის დღევანდელი დროშა სწორედ ამ ისტორიული სახელმწიფოს დროში მიხედვითაა შექმნილი.

ნიკარაგუის დღევანდელი დროშა

ისტორიული დროშები რედაქტირება

 
აგვისტო 1823 - ნოემბერი 1824
 
ნოემბერი 1824 - აპრილი 1854
 
1852 - 1854 (გამოიყენებოდა სხვა დროშასთან ერთად)
 
აპრილი 1854 - 1858
 
აპრილი 1854 - 1858 (ვაჭართა საზღვაო დროშა)
 
1858 - 1873
 
1873 - 1889
 
1889 - 1893 (გამოიყენებოდა სხვა დროშასთან ერთად)
 
1893 - 1896
 
1896 - ნოემბერი 1898
 
ნოემბერი 1898 - ნოემბერი 1898
 
აპრილი - დეკემბერი 1898
 
მოსკიტების სანაპიროს დროშა, 1834 - 1860
 
მოსკიტების სანაპიროს დროშა, 1860
 
ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციების დროშა, 1823 - 1825
 
ცენტრალური ამერიკის ფედერალური რესპუბლიკის დროშა, 1825 - 1841