ნიანგი დანდი II

(გადამისამართდა გვერდიდან ნიანგი დანდი II (ფილმი))

ნიანგი დანდი II (ინგლ. "Crocodile" Dundee -II) — 1988 წელს გამოსული კინოკომედია, გადაღებული ავსტალიელი რეჟისორ პიტერ ფაიმის მიერ. მთავარ როლში პოლ ჰოგანი. ფილმი გაგრძელებაა 1986 წლის ფილმის „ნიანგი დანდი“

„ნიანგი დანდი II“

დანდის ფიგურა
ჟანრი კომედია
რეჟისორი ჯონ კორნელი
პროდიუსერი ჯონ კორნელი , ჯეინ სკოტი
სცენარის ავტორი პოლ ჰოგანი, ბრედ ჰოგანი
როლებში პოლ ჰოგანი, ლინდა კოზლოვსკი
კომპოზიტორი პიტერ ბესტი
ოპერატორი რასელ ბოიდი
სტუდია Paramount Pictures
დისტრიბუტორი Paramount Pictures
პრემიერა

20 მაისი, 1988 (1988-05-20) (ავსტრალია),

25 მაისი, 1988 (1988-05-25) (აშშ).
ხანგრძლივობა 112 წთ
ქვეყანა

დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ

ავსტრალიის დროშაავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 14 მილიონი $
შემოსავალი 239,6 მილიონი $
წინა „ნიანგი დანდი“
შემდეგი „ნიანგი დანდი ლოს-ანჯელესში“

სიუჟეტი რედაქტირება

მიკ დანდი ნიუ-იორკში სიუ ჩარლტონთან დასახლდა, მაგრამ ძველ ჩვეულებერს მაინც ვერ ელევა და [[თავისუფლების ქანდაკებასთან]] დინამიტით თევზაობს. პოპულარობის გამო საზღვაო პატრული არ დააკავებს და მხოლოდ გააფრთხილებს. დანდის მოწყინდება ასე ცხოვრება და ბარში ერთ აფროამერიკელ, საეჭვო ტიპ ლეროი ბრაუნს სამუშაოს დაწყებას თხოვს. ლეროის მაგარ ბიჭად მოაქვს თავი, თუმც სინამდვილეში წვრილ სანანცელარიო საქონელს ყიდის.

სიუს ყოფილი ქმარი ჟურნალისტი ბობ ტერნერი, კოლუმბიის ტყეში ნარკომაფიის ბაზას უთვალთვალებს. მაფიოზების ბოსი ლუის რიკო კაცს მოკლავს, რასაც ბობი გადაიღებს. რიკოს ხალხი შეამჩნევს, სროლად აუტეხავს და გაედევნებიან. სასტუროში მისული ამერიკის საელჩოში ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების უფროს ბრენინგანს დაურეკავს, ეტყვის ყველაფერს და გაყვანას მოთხოვს. ამასთან ბობი ყოფილ ცოლთან ფოტოფირის გაგზავნას მოასწრებს და გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ რიკოს ბანდიტები დაადგებიან და მოკლავენ. ისინი გაიგებენ რომ ფოტოფირები ნიუ-იორკშია გაგზავნილი და რიკო თავისი თავზეხელაღებული ხალხით ამერიკაში გაფრინდება. ამანათს დანდი აიღებს, რიკოს მარჯვენა ხელი მიგელი კი სიუს გაიტაცებს და ფირის დაბრუნებას მოთხოვს. სიუს ფირის შესახებ წამოდგენა არა აქვს. კოლუმბიელები მათ სახლს გადაატრიალებენ მაგრამ ვერაფერს იპოვნიან. სიუ, რიკოს დავალებით დანდის დაურეკავს და ფირის დაბრუნებას მოთხოვს. დანდის არეულ სახლში ბრენინგანი დაადგება, მაგრამ სიუს უსაფრთხოების გამო მოიშორებს და ცოლის გადარჩენას გადაწყვეტს. დანდის პოლიცია დაუწყებს თვალთვალს. ავსტრალიელი ერთ მოთვალთვალე პოლიციელს დაიჭერს და მისგან გაიგებს სიმართლეს, თუ რატომ გაიტაცეს სიუ.

მეტროში ბანდიტ ფელიპეს შეხვდება, რომელიც იარაღს მიუშვერს და ფოტოფირს მოთხოვს, დანდი კი ეტყვის რომ ფირს მხოლოდ სიუში გაცვლის. ავსტრალიელი მიხვდება რომ მისი გადაგდება უნდათ და გაიქცევა, ფელიპე კი სროლით გაედევნება. ორი კარატისტი იაპონელი ტურისტის დახმარებით, დანდი ბანდიტს გააუვნებელყვებს. იაპონელებს დანდი პოლ ნიუმენი ეგონებათ და სურათს გადაიღებენ. სახლში მისულს კოლუმბიელი მკვლელი დაადგება, რომელსაც დანდი გათიშავს, აივანზე თოკით დაკიდებს და დაემუქრება, თუ არ ეტყვის სიუს ადგილსამყოფელს თოკს გადაჭრის. გაიგებს რომ რიკოს მდიდრული, დიდი გალავნით შემოღობილი, ვილა ლონგ-აილენდზე აქვს და სიუც იქ ყავთ. დანდის ბრენინგანი დაადგება, მაგრამ გაექცევა და დასახმარებლად ლეროისთან მივა. მეგობარი ეტყვის რომ რიკოს პოლიცია ჯიბეში ყავს, სასახლეს კი უახლესი სიგნალიზაცია იცავს და ამიტომაც დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ. ლეროი მეგობარს ჰიპთა უფროს „თაგვთან“ მიიყვანს, რომელიც „ნიანგს“ დამხარებას დაპირდება. პანკები რიკოს სახლთან უნდა მივიდნენ, იხმაურონ, ბანდიტების ყურადღება მიიპყრონ და ამასობაში დანდი სასახლეში შეიპარება.

პანკები სასახლის გარეთ დაიწყებენ ხულიგნობას, დაცვა მათ დასაწყნარებლად გამოვა, რითაც დანდი ისარგებლებს და ღობიდან ეზოში ჩახტება. დანდი გალახავს დაცვას, რიკოს და მიგელს გათიშავს და სიუს გააპარებს. ადგილზე მისული პოლიცია მაფიოზებს ვეღარ ნახავს.ბრენინგანი სახელმწიფო დაცვას გამოუყოფს, მაგრამ ნიუ-იორკში სახლს დაუცხრილავენ.

სანამ მაფიოზებს დააკავებენ, დანდი გადაწყვეტს ავსტრალიაში, მშობლიურ დაბაში დაიმალოს. მაფიოზები ავსტრალიელი მეგობარ, ფრენკისგან გაიგებენ, დანდი ცოლთან ერთად სადაც იმალება და მოსაკლავად თავისი ბანდით გაემგზავრებიან. იქ ჩასულები დანდის უფროს მეგობარს უოლტერ რაილს დაიჭერენ და მიკის მოძებნას დაავალებენ. დანდი ცოლთან ერთად, ტყეში კლდეზე გაშენულ სალხში იმალება, როდესაც ბანდიტები დაადგებიან და უოლტერის მოკვლით დაემუქრებიან. დანდი ეტყვის რომ მეგობარი არ აინტერესებს, მსუქბუქად დაჭრის და ავტომობილსაც დაუზიანებს. რიკო შვიდი კაცით დაედევნება და მეგზურად უოლტერს გაიყოლებენ. ნაცნობ ტყეში დანდი როგორც თევზი წყალში ისე გრძნობს თავს და მაფიოზებს მახეს დაუგებს. დანდი ტყეში მაფიოზებს, ოდეკოლონის სუნით აგნებს. ჯერ ერთს გაიტაცებს და გამოქვაბულში დაამწყვდევს. მეორეს მდინარეში, წყალზე ჩასულს გათოკავს და გამოქვაბულში მეგობარს მიუსვავს. შემდეგ Bullroarer-ის ტრიალით დასახმარებლად ნაცნობ აბორიგენებს მოიხმობს. ღამე დაბანაკებულ მაფიოზებს ღამურებს დაასხავს თავს და კიდევ ერთს მოიტაცებს. უოლტერს დანდი მიანიშნებს რომ ჯაბა პოინტში წაიყვანოს, ამასობაში კი ორ ბანდიტს შეეშინდება და ბოსებს დატოვებენ. გაქცეულებს დანდის დაბელი მეგობრები და აბორიგენები გათოკავენ და გამოქვაბულში მიიყვანენ. რიკო და მიგელი, უოლტერს ნიანგებით სავსე მდინარეში გადასვლას უბრძანებენ, რა დროსაც ნიანგის ფორმაში გადაცმული დანდი მოიტაცებს და გაათავისუფლებს.

მარტო დარჩენილი მაფიოზები ჯაბა პოინტისკენ გზას გააგრძელებენ, დანდის შეამჩნევენ და დაიფანტებიან, რათა გზა მოუჭრან, ტყეს ცეცხლს წაუკიდებენ. ავსტრალიელის საშველად სიუ და უოლტერიც წავლენ. დანდი რიკოს დაიჭერს და ტანსაცმელს გახდას უბრძანებს. სიუ და უოლტერი შორიდან დაინახავენ რომ რიკოს ხელებაწეული დანდი მიჰყავს, ჯერ უოლტერი ესვრის უკანმიმავალ რიკოს, შემდეგ წინ მიმავალ დანდის მიგელი, რომელსაც სიუ მოკლავს. ატირებული სიუ დასცქერის კლდიდან გადავარდნილ დანდის, რა დროსაც აბორიგენი მივა და ეტყვის, რა კარგი ტანსაცმელი დაკარგა დანდიმო. თურმე დანდიმ ტანსაცმელი გადაცვა მაფიოზს და ყველა გააცურა. ბუჩექბიდან უვნებელი დანდი გამოვა, რომელსაც სიუ გადაეხვევა. „მას გაუმართლა სროლა რომ არ იცი“ - გაეხუმრება აბორიგენი უოლტერს. სიუ და დანდი კი ავსტრალიაში დარჩნას გადაწყვეტენ.

მსახიობები რედაქტირება

მსახიობი როლი
პოლ ჰოგანი ნიანგი დანდი
ლინდა კოზლოვსკი სიუ ჩარლტონი
ეკტერ უბარი ლუის რიკო
დენის ბუციკარისი ბობ ტერნერი
ჯონ მეილონი უოლტერ რეილი
ხუან ფერნანდესი მიგელი
ჩარლზ ს. დატონი ლეროი ბრაუნი
კენეტ უელში ბრენინგანი
ჯეის ალეკსნდერი „თაგვი“

ჯილდოები რედაქტირება

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
BMI Film & TV Award 1989 საუკეთესო მუსიკა პეტერ ბესტი გამარჯვებული
Golden Screen, Germany 1988 გამარჯვებული

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

მეორე ფილმმაც გაქირავებაში დიდი მოგება მოიტანა. გადაღება 9 მილიონი აშშ დოლარიდ აჯდა, შემოსავალმა კი 240 მილიონი. მარტო საწყის კვირაში 24,4 მილიონი შემოიტანა, რაც იმ წელს საუკეთესო მაჩვენებელი იყო მსოფლიო კინომატოგრაფიაში.

დანდის მთავარი იარაღი - დანა ბოუია (Bowie knife)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება