ნესრინ ჯავადზადე (თურქ. Nesrin Cavadzade; აზერ. Nəzrin Cavadzadə; დ. 30 ივლისი 1982, ბაქო,[1] აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანული წარმოშობის თურქი მსახიობი.[2][3][4]

ნესრინ ჯავადზადე
Nesrin Cavadzade

ნესრინ ჯავადზადე „ლამბის ცერემონიის“ პრესკონფერენციაზე ბერლინში, 2014 წელს.
მშობლიური სახელი Nəzrin Cavadzadə
დაბადების თარიღი 30 ივლისი, 1982 (1982-07-30) (42 წლის)
ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეთნიკურად აზერბაიჯანელი
ალმა-მატერი მარმარის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2007-დან დღემდე
რელიგია ისლამი
საიტი nesrincavadzade.com.tr

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ნესრინი დაიბადა 1982 წელს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. 11 წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად თურქეთში.[5] მარმარის უნივერსიტეტის კინოსა და ტელევიზიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში სწავლობდა Şahika Tekand Studio Oyuncuları-ის სამსახიობები სტუდიაში.

უნივერსიტეტის შემდეგ, სერიალ „უსახლკარო“-ში მთავარი როლი შეასრულა, ამით იგი თავისი პირველი ნაბიჯი გააკეთა სატელევიზიო სამყაროში და მაშინვე ამავე სერიალის რეჟისორის ჯემალ შანის ფილმში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე მთავარი როლი შეასრულა. ფილმში ამ როლით მას „საუკეთესო მსახიობი“-ს ჯილდო მიენიჭა ერზურუმის, ბურსის და ანკარის კინოფესტივალზე. ამ წარმატების შემდეგ, კიდევ ერთხელ რეჟისორ ჯემალ შანის ფილმ „მწარე“-ში (Acı) ითამაშა და ამით იგი კრიტიკოსების დადებითი შეფასება მიიღო.

ფილმების გარდა, ნესრინი ასევე ცნობილ სერიალებში ითამაშა, როგორიცაა „Samanyolu“ და „Al Yazmalım“, ხოლო 2011 წელს ჰასან თოლგა ფოლადის რეჟისორობით, ითამაშა ფილმ „Güzel Günler Göreceğiz“ (კარგ დღეებს ვნახავთ), სადაც იგი ანა როლი შეასრულა, რისთვისაც „48-ე ანტალიის ოქროს ფორთოხლის“ ფესტივალზე "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი"-ს და "23-ე ანკარის საერთაშორისო კინოფესტივალზე" "საუკეთესო მსახიობი"-ს ჯილდო მიიღო. 2012 წელს სერიალ „Ağır Roman Yeni Dünya“ (მძიმე რომანი, ახალი მსოფლიო) შავი ლეილას (Kara Leyla) როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი გრძელვადიანი არ იყო, მაგრამ ნესრინმა თავისი როლით დიდი ყურადღება მიიპყრო. ასევე ნესრინმა სერიალ „Küçük Ağa“-შიც ითამაშა, რომელიც Kanal D-ზე გადიოდა, 2014-2015 წლებში.[6][7]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი/სერიალი როლი შენიშვნები/ჯილდოები
2007 Yersiz Yurtsuz (უსახლკარო) სუნა
Pazar - Bir Ticaret Masalı (კვირა - კომერციული ისტორია) ფარმაცევტი
2008 Dilber'in Sekiz Günü (დილბერის რვა დღე) დილბერი ანკარის 19-ე საერთაშორისო კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
2008 ბურსას იფექიოლუს კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
3-ე ერზურუმის დადაში კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
2009 Gitmek: Benim Marlon ve Brandom (წასვლა: ჩემი მარლონი და ბრანდომი) დერია
2010 Acı (მწარე) შვილიშვილი
Samanyolu (ირმის ნახტომი) მელექი სერიალი
2011 Güzel Günler Göreceğiz (კარგ დღეებს ვნახავთ) ანა 2011 ანტალიის ოქროს ფორთოხლის კინოფესტივალი "საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი"
ანკარის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
Al Yazmalım (ალ იაზმალიმ) აიჩა სერიალი
Yangın Var (ხანძარია) ასია ანკარის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი "საუკეთესო ქალი მსახიობი"
2012 Ağır Roman Yeni Dünya (მძიმე რომანი, ახალი მსოფლიო) შავი ლეილა სერიალი
2013 Görüş Günü Kadınları (პაემნის დღის ქალები) ლალე სერიალი
Derin Nefes Al (ღრმად ისუნთქე) ნაზლი [8] მოკლემეტრაჟიანი
2014 Küçük Ağa (პატარა ბატონი) ბაშაქი სერიალი
2014 Kuzu (ცხვარი) მედინე 51-ე ოქროს ფორთოხლის კინოფესტივალი "საუკეთესო მსახიობი"
2014 Annemin Şarkısı (დედაჩემის სიმღერა) ზეინები
2014 Son Mektup (ბოლო წერილი) ნიჰალი (ექთანი) ფილმი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Nesrin Cevadzade Biography
  2. Azeri asıllı oyuncu Nesrin Cavadzade Azerbaycan'dan Türkiye'ye uzanan buruk serüvenini anlattı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  3. Aslen Azerbaycanlı olan Nesrin Cavadzade, küçük yaşta Türkiye’ye gelmiş.
  4. Azeri oyuncu Nesrin Cavadzade, geçtiğimiz aylarda Azerbaycan'a giderek yakınlarını ziyaret etti.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-31. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-25. ციტირების თარიღი: 2016-06-25.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-16. ციტირების თარიღი: 2016-06-25.