ნეოლიბერალიზმი (საერთაშორისო ურთიერთობები)

ნეოლიბერალიზმი საერთაშორისო ურთიერთობებში — ახასიათებს იდეას რომ სახელმწიფო პოლიტიკები არის, ან უნდა იყო უპირველესი და უნდა იყო ორიენტირებული აბსოლუტურ მოგებაზე და არა შეფარდებით მოგებაზე, ნეოლიბერლაზმი არის ლიბერალიზმის გადამუშავებული ვერსია.

ნეორეალიზმთან ერთად, ნეოლიბერალიზმი არის ორი ყველაზე გავლენიანი მიდგომიდან (საერთაშორისო ურთიერთობებში) ერთი; ეს ორი პერსპექტივა დომინირებს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს შორის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში.[1]

ნეოლიბერალიზმის იმედების საუკეთესო ფორმულაციო შეიძლება ვიპოვოთ დემოკრატიული მშვიდობის თეორიაში. ამ თეორიაზე დაყრდნობით ორ დემოკრატია ერთმანეთის წინააღმდეგ ომი არასოდეს არ უბრძოლიათ და სწორედ ამიტომ თვლიან რომ ლიბერალური დემოკრატიის პოპულარიაციით შესაძლებელია ომების შემცირება.

საერთაშორისო სისტემების აქტივობები რედაქტირება

ნეოლიბერალური საერთაშორისო ურთიერთობების მიმდევრები იყნენებდნენ თამაშის თეორიას რათა აეხსნათ თუ რატომ არ თანამშრომლობენ სახელმწიფოები ერთმანეთთან;[2] რადგანაც ისინი ორიენტირებულნი არიან საერთო მოგების მოპოვებაზე, ისინი დაინტერესებულნი არიან მხოლოდ ისეთ ინსტიტუციებში რომლებსაც საერთო, მომგებიანი შეთანხმებების და კომპრომიზების მოტანა შეუძლიათ.

ნეოლიბერალიზმი არის ერთგვარი პასუხი ნეორეალიზმიათვის, ნეოლიბერალები არ უარყოფენ საერთაშორისო სიტემების ანარქიულ ბუნებას, თუმცა ფიქრობენ რომ მისი მნიშვნელობა და ეფექტები გადაჭარბებული იქნა. ნეოლიბერალების არგუმენტი ფოკუსირებულია ნეორელისტების თანამშრომლობითი ქცევების ვარიაციების შესაძლებლობის დაუფასებლობაზე დეცენტრალიზირებულ სიისტემაში.[3] ორივე თეორია სახელმწიფოს და მის ინტერესებს, როგორც ცენტრალური სუვიექრის ანალისებს, უპირველესდ მიიჩნევს; ნეოლიბერალებს უბრალოდ აქვთ ამ ინტერესების უფრო დიდი კონცეფცია.

ნეოლიბერალებს მიაჩნიათ რომ ავტონომიური სახელმწიფოების ანარქიულ სისტემაშიც კი, საერთო ნდობის კილტივაციით, ნორმების, რეჟიმების და ინსტიტუციების შენების მიზნით ჩამოყალიბდება თანამშრომლობა.

საერთაშორისო ურთიერთობების და საგარეო ინტერვენციონიზმის თეორიების შესახებ დებატეები, ნეოლიბერალიზმსა და ნეორეალიზმს შორის არის ინტერ-პრადიგმული, ორივე თეორია არის პოზიტიურად განწყობილი სახელმწიფო სისტების, როგრც ანალიზის საწყისი ნაწილს.

შემუშავება რედაქტირება

რობერტ კოჰეინი და ჯოზეფ ნაი ითვლებიან ნეოლიბერალური ფიქრის სკოლის დამფუძნებლებად, კოჰეინის წიგნი ჰეგემონიის შემდეგ ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითად ითვლება. სხვა მნიშვნელოვანი გავლენის მოქნე პირები არიან სტეფენ კრასნერი მისი ჰეგემონიური სტაბილურობის თეორიით და ჩარლზ კინდლებერგერი.

მნიშვნელობა რედაქტირება

კოჰეინი და ნაი რედაქტირება

რობერტ კოჰეინმა და ჯოზეფ ნაიმ, ნეორეალიზმის საპასუხოთ, შეიმუშავეს კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულობის თეორია. „რობერტ კოჰეინი და ჯოზეფ ნაი ხსნიან, „... კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულობა ზოგჯერ უფრო ახლოს მიდი რეალობასთან ვიდრე რეალიზმი.“[4] თეორიის ახსნისას, კოჰეინი და ნაი ეხებიან სამ ვარაუდს რეალისტური ფიქრებიდან: პირველი, სახელმწიოები არიან თანმიმდევრული და დომინანტური მოთამაშეები საერთაშორისო ურთიერთობებში; მეორე, ძალა პოლიტიკის ეფექტური და გამოსადეგარი ინსტრუმენტია; და მესამე, ვარაუდი რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არსებობს იერარქია.[5]

პირველ ვარაუდში, კოჰეინის და ნაის არგუმენტის ფუძე არის ის ფაქტი რომ საერთაშორისო პოლიტიკაში არის უამრავი არხები, რომლებიც აკავშირებენ საზოგადოებებს, სახელმწიფოების ვესტფელიური სისტემების დარღვევით. ეს საკუთარ თავს უამრავ ფორმაში ავლენს არაფორმალური სამთავრობო კავშირებიდან, მულთინაციონალურ კორპორაციებამდე და ორგანიზაციებამდე. აქ ისინი ასევე ხსნიან ტერმინოლოგიებსაც; სახელმწიფოთაშრისი ურთიერთობები ის არხებია რომლებსაც ვარაუდობენ რეალისტები; მთავრობათშორისი ურთიერთობები ხდება მაშინ როდესაც სახელმწიფოები ადუნებენ რეალისტურ ვარაუდს რომ სახელმწიფოები მუშაობენ როგორც თანმიმდევრული ერთეულები; ტრანსნაციონალური ურთიერთობები მიმდინარეობს მაშინ როდესაც სახელმწიფოები სრულიად იშორებენ ვარაუდს, რომ სახელმწიფოები მხოლოდ ერთეულები არიან. სწერედ ასეთი არხების გავლით ხდება პოლიტიკური ცვლილებები და არა შიდასახელმწოებრივი არხების მეშვეობით.

მეორე ვარაუდის მიხედვით, სამხედრო ძალის გამოყენება არ ხდება როდესაც არსებობს ზედმეტი კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულობა. თუმცა, კოჰეინი და ნაი ამტკიცებენ რომ არმიის როლი უმნიშვნელოვანესია „ალიანსის პოლიტიკურ და სამხედრო ურთიერთობებში მოწინააღმდეგე ბლოკთან.“

მესამე ვარაუდში, კოჰეინი და ნაი ფიქრობენ რომ იერარქია არ არის პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც ნიშნავს რომ არსებობს არა მხოლოდ იარაღი საგარეო პოლიტიკაში (არა უზენაესი), რომლის მეშეობითაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს ინტერესები, არამედ ასევე არსებობს უამრავი სხვა ინტერესი და ამოცანა რომელიც ნელნელა იწევა წინ. ამ შემთხვევაში გამაცალკევებელი ხაზი საშინაო და საგარეო პოლიტიკებს შორის ბუნდოვანი ხდება, რადგანაც რეალურად სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში არ არსებობს არანაირი აშკარა ინტერესები და ამოცანები.

ლებოუ რედაქტირება

რიჩარდ ნედ ლებოუს მიაჩნია რომ ნეორეალიზმის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი „ინსტიტუციოლასიტურ“ ონტოლოგიაშია. ლებოუზე დაყრდნობით, ეს კრიტიკული წარუმატებლობა რეალისტების „ანარქიისაკენ მიდრეკილობისგან თავის დაღწევის უუნარობის“ დამსახურებაა, უფრო ზუსტად, ვარაუდის რომ სახელმწიფოები არ ადაპტირდებიან და მსგავს რეაგირებებს ახდენენ მსგავსი შეზღუდვების და შესაძლებლობების მიმართ.[6]

მერშმეიერი რედაქტირება

ნორმან ანგელს, კლასიკური ლონდონის ეკონომიკის სკოლის ლიბერალს, მიაჩნდა: „ჩვენ არ შეგვიძლია ამჟამინდელი სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა ჩვენი სახელმწიფოს ან ალიანსის პოლიტიკური და სახედრო სურვილების მოწინააღმდეგეზე დაკისრებით.“[7]

კოჰეინმა და ლისა მარტინმა ეს იდეები განავრცეს შუა 1990-იან წლებში, როგოც ჯონ მერშმეიერის „საერთაშორისო ინსტიტუცეიების ყალბი დაპირებების“ საპასუხოდ, სადაც მერშმეიერი აცხადებს რომ, „ინსტიტუციებს არ შეუძლიაღ აიძულონ სახელმწიფოებს შუაჩერონ მოკლევადიანი ძალაუფლების გაზრდა.“[8] მარშმეიერის სტატია პირდაპირი პასუხი იყო ლიბერალ-ინსტიტუციონალიტური მოძრაობის წინააღმდეგ, რომელიც თავად იყო პასუხი ნეორეალიზმისა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Powell, Robert (1994). „Anarchy in International Relations Theory: The Neorealist-Neoliberal Debate“. International Organization. 48 (2): 313–344. doi:10.1017/s0020818300028204. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-16. ციტირების თარიღი: 2020-05-26.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)

სქოლიო რედაქტირება

  1. Powell 1994, p. 313.
  2. KEOHANE, Robert O. - After Hegemony: Cooperation and Discord in the World Political Economy, Princeton, 1984
  3. Evans, Graham (1998). The Penguin Dictionary of International Relations. London: Penguin Books. 
  4. Keohane, Robert and Joseph Nye (1989). Power and Interdependence: World Politics in Transition. Boston: Little, Brown and Company, გვ. 23. 
  5. Keohane, Robert and Joseph Nye (1989). Power and Interdependence: World Politics in Transition. Boston: Little, Brown and Company, გვ. 23–24. 
  6. Waltz, 90; quoted in Richard Ned Lebow, "The long peace, the end of the cold war, and the failure of realism," International Organization, 48, 2 (Spring 1994), 273
  7. Norman Angell, The Great Illusion, (1909) cited from 1933 ed. (New York: G.P. Putnam’s Sons),p. 137.
  8. Keohane, Robert and Lisa Martin (Summer 1995). „The Promise of Institutionalist Theory“. International Security. 20 (1): 47. doi:10.2307/2539214. JSTOR 2539214.