ნახშირბადის მონოოქსიდი

(გადამისამართდა გვერდიდან ნახშირბადის მონოქსიდი)

ნახშირჟანგი ან ნახშირბადის მონოოქსიდი — ქიმიური ნივთიერება არის მხუთავი აირი, ფორმულით CO, ნახშირბადის ჟანგბადთან ნაერთი; ოქსიდი C (II), უსუნო, უფერული აირი. ნახშირჟანგი გამოყო ფრანგმა ექიმმა დე ლასონმა 1776 წელს ხის ნახშირის თუთიის ჟანგთან გახურებისას. წყალში მცირედ იხსნება, სიმკვრივე 1,25 კგ/კუბურ მეტრთან. იწვის ჰაერზე და გამოყოფს სითბოს დიდი რაოდენობით. მრეწველობაში ნახშირჟანგს ღებულებენ გავარვარებულ ნახშირზე ნახშირორჟანგის ან წყლის ორთქლის ურთიერთქმედებით. ოთახის ტემპერატურაზე ნახშირჟანგი ქიმიურად ინერტულია, მაღალ ტემპერატურაზე კატალიზატორების თანაობისას ადვილად შედის სხვადასხვა რეაქციაში. მრეწველობაში იყენებენ სპირტების, ნახშირწყალბადების, ალდეჰიდების და სხვათა სინთეზში.

ნახშირჟანგი ძლიერი საწამლავია. ნახშირჟანგს აქვს უნარი ოქსიდჰემოგლობინიდან გამოდევნოს ჟანგბადი და წარმოქმნას კარბოქსიჰემოგლობინი, რაც იწვევს ორგანიზმში ჟანგბადის მიმოცვლის მოშლას. შენობაში მისი დასაშვები კონცენტრაციაა 0,02 მგ/ლ.

ლიტერატურა

რედაქტირება