ნაწვერალი
ნაწვერალი — მარცვლოვანი კულტურების ღეროს ქვედა ნაწილის გადანაჭრები, რომელიც მომკის შემდეგ ფესვზე რჩება. ნაწვერალთან ერთად მინდორზე რჩება აგრეთვე სარეველები, რომლებიც აგრძელებენ ვეგეტაციას. ნაწვერალი და სარეველები წარმოადგენს სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლების გამრავლება-გავრცელების კერას, ამიტომ საჭიროა მინდვრის აჩეჩვა ზერელად — 6-8 სმ-ზე, ხოლო 1-1,5 თვის შემდეგ მოხვნა სრულ სიღრმეზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 343.