ნაყოფჭამიები (ლათ. Laspeyresiini) — პეპლების ფოთოლხვევიების ოჯახისა. მათი ფრთების შლილი 8-24 მმ აღწევს. წინა მუქ ფრთებზე ღია ფერის ლაქები და ბზინვარე ზოლები აქვს, უკანა ფრთები კი ღია ფერისაა. ზიანი მოაქვს მატლს, რომელიც ბინადრობს მცენარის დაზიანებულ ორგანოებში, იქვე ზამთრობს და ჭუპრდება. ყველგანაა გავრცელებული. დიდი რაოდენობითაა ევროპისა და აზიის ტყეებში. ცნობილია 700--მდე სახეობა. მათგან 50-მდე სახეობა აზიანებს ტყის ჯიშებს და სასოფლო სამეურნეო კულტურებს, უმეტესად ხეხილის ნაყოფს, თესლს, ყლორტს, ქერქს, ფესვს. ნაყოფისა და თესლის მავნებელია ვაშლის ნაყოფჭამია, მსხლის ნაყოფჭამია, ქლიავის ნაყოფჭამია და სხვა. აღმოსავლური ნაყოფჭამია საშიში საკარანტინო მავნებელია.

ნაყოფჭამიები
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Laspeyresiini

საქართველოში ყველგანაა გავრცელებული და ზიანი მოაქვს დაბლობ და მთისწინა ზონაში. ზღვის დონიდან 800 -ზე ზევით მათი მავნებლობა შედარებით მცირეა. ნაყოფჭამიების წინააღმდეგ პროფილაქტიკური და აგროტექნიკური ღონისძიებებთან ერთად იყენებენ ბრძოლის ბიოლოგიურ და ქიმიურ მეთოდებს. დადებით შედეგს იძლევა ფოსფორორგანული პესტიციდებისა (ფოსფამიდი, ფოზალონი, კარბოფოსი, ქლოროფოსი) და ავტოციდური სარტყლის გამოყენება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბათიაშვილი ი., დეკანოიძე გ., ენტომოლოგია, თბ., 1974